İşğal edilən Abxaziyanın de-fakto iqtidar nümayəndələri Suriyanın dəvəti ilə Damaska getdilər
İşğal edilən Abxaziyanın de-fakto iqtidar nümayəndələri Suriyanın dəvəti ilə Damaska getdilər

İşğal altında olan Abxaziyanın de-fakto iqtidarının nümayəndə heyyəti Suriya iqtidarının dəvəti ilə Damaska getdi.

İşğal altında olan regionun medya vasitələrinin yaydığı məlumata görə, de-fako Xarici İşlər və İqtisadiyyat nazirləri Daur Kobe və Adqur Ardzinba Suriyanın nazirlər şurasının sədri İmad Hamis və Xarici işlər Naziri Ali Muallem ilə görüşdülər.

Səfərin məqsədi Damaskda keçirilən beynəlxalq sərgi-konfransdır, hanslında işğal edilmiş Abxaziyada iştirak edir.

apsny.ru-nun yaydığı məlumata görə, Suriya iqtidarı işğal edilmiş Abxaziyayı ölkə ranqında müzakirə edir.

Başar Asadın iqtidarı Abxzaiyayı “Suriyanın strateji partnyoru” kimi görür və hərcür əməkdaçlığa hazır olduğunu bildirir – deyir apsny.ru

Abxaziyanın de-fakto iqtidar nümayəndələri isə, cavab olaraq, Suriya iqtidarını işğal edilmiş regiona dəvət etdilər.

 

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის ე.წ. დელეგაცია სირიის მთავრობის მიწვევით დამასკოში ჩავიდა.

ოკუპირებული რეგიონის მედიასაშუალებების ინფორმაციით, დე ფაქტო საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები დაურ კობე და ადგურ არძინბა სირიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს იმად ჰამისს და საგარეო საქმეთა მინისტრს ალ მუალემომს შეხვდნენ.

ე.წ. ვიზიტის საფუძველი, დამასკოში გამართული საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა გახდა, რომელშიც „მონაწილეობა“ ოკუპირებულმა აფხაზეთმაც მიიღო.

apsny.ru-ს ინფორმაციით, სირიის ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს მეგობარი ე.წ. ქვეყნის რანგში განიხილავს.

„შეხვედრაზე“ ე.წ. ორმხრივი ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის აუცილებლობის საკითხები დაისვა.

ბაშარ ასადის მთავრობა მზად არის, სირიის „სტრატეგიულ პარტნიორებთან“ სრულფორმატიანი ურთიერთობა დაამყაროს, პარტნიორთა ნუსხაში ოფიციალური დამასკო ოკუპირებულ აფხაზეთსაც მოიაზრებს – წერს apsny.ru.

შეხვედრაზე საუბარი სავაჭრო-ეკონომიკური „ორმხრივი ურთიერთობების“ დამყარებასაც შეეხო, რისთვისაც სირიის მთავრობა სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნასაც გეგმავს.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სირიის მთავრობას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა შეხვედრაზე ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა სირიის ხელისუფლების წარმომადგენლები ოკუპირებულ რეგიონში საპასუხო „ვიზიტით“ მიიწვიეს.