ნიკა ჩხენკელი - ქართველი მებრძოლის დღიური (II ნაწილი)
ნიკა ჩხენკელი - ქართველი მებრძოლის დღიური (II ნაწილი)

ქართულ ტრადიციები და კულტურა ფართო და მრავალფეროვანია.
ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი ქვეყანაა, მრავალათასწლიანი ისტორიით, რაც, ალბათ, დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. ყოველწლიურად უამრავი ტურისტი გვსტუმრობს, რათა ჩვენს კულტურას ეზიაროს და ამ ქვეყნის შესახებ ახალი გაიგოს, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში უდიდესი ისტორიული განსაცდელის მიუხედავად, სისადავესა და მნიშველობას მაინც ინარჩუნებდა.
მსურს ქართული ტრადიციული სამოსის კულტურაზე ვისაუბრო.
ქართული ტრადიციული სამოსი, ეს ის ეროვნული კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრების წესის, ისტორიის, ადგილმდებარეობის და ბიოგეოგრაფიული სტრუქტურის საფუძველზე იქმნებოდა. ის ქართული სულისა და ხასიათის გამოვლენის კიდევ ერთ სპეციფიკურ თავისებურებას წარმოადგენს. ქართული ჩოხა – ეს ის ეროვნული ტანისამოსია, რომელიც ქართული სამოსელის ერთ-ერთი ძირითადი და მკაფიო მახასიათებელია.
ეროვნული სამოსის დღე საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება.

გენიალური გენი უკვდავი იყოს, რასაც ქართველობა ჰქვია!

ჩვენი ისტორია თავგანწირვის ისტორიაა, ჩვენზე კარგად არავინ იცის, თუ უიმედო ბრძოლაში ჩართვა და იქიდან მაინც გამარჯვებული გამოსვლა რა არის.. ჩვენ სხვა ხალხებისგან განსხვავებით მოუსვენრობა არ გვქონდა, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი სამშობლო გვაკმაყოფილებდა და მისით კმაყოფილი ვიყავით, სხვების დასაპყრობად არ გავდიოდით. ჩვენ ძლიერების მოხვეულ წესრიგს არ ვემორჩილებოდით, სადაც ჩვენ, როგორც სუსტები, დამორჩილებულნი უნდა ვყოფილიყავით – სხვების მიწებს ჩვენდამი ეს სპარტაკული სული ყოველთვის შეუსრულებელს ხდიდა, ამიტომ ჩვენ გადავრჩით და ამიტომ ისინი აღარ არიან, ვისაც ჩვენი გარდაქმნა, ჩვენი დამორჩილება უნდოდა – ჩვენ კი ვართ. ჩვენი არსებობა სიცოცხლის ნიშანია, სიკვდილზე, ძალაზე. დიახ, ჩვენი არსებობა ყოველგვარ მოჩვენებით ძალაზე სიცოცხლის ძლევაა. ჩვენი თავგანწირვა გადარჩენის გზას ყოველთვის გვაპოვნინებდა.

თუ გიფიქრიათ, ასეთ პირობებში ქართველები დღემდე რამ მოგვიყვანა, როდესაც ყოველი მეზობელი ჩვენზე კბილს ილესავდა, როდესაც ყოველი იმპერია ცდილობდა ჩვენი ცხოვრების წესი ამოეძირკვა და თავს საკუთარი მოეხვია, როდესაც ყოველი იმპერატორი, შაჰი, სულთანი თუ ცარი არა მხოლოდ ჩვენი არსებობის ამოგდებას, არამედ მსოფლიო ხალხთა მეხსიერებიდან ჩვენი ხსოვნის წაშლას ცდილობდა, როდესაც წუნკალი ლეკები თუ დიდებული შაჰ-აბასები ცდილობდნენ ქვეყანა ხელთ ეგდოთ, რომელიც სტრატეგიულ უპირატესობას მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე ათმაგად გაზრდიდა?
ქართველებმა, მსოფლიოში უძველესმა ხალხმა, ისეთი ყოფა და ცხოვრების წესი შევქმენით, რომელიც მორგებული ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ომიანობაზე იყო, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდა და ერს მუდმივ მზადყოფნაში ამყოფებდა. ჩვენმა წინაპრებმა ინსტიქტების დონეზე იცოდნენ, თუ ვინმე საკუთარ ცხოვრების წესს გადავიდოდა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ობიექტურად აღიარებულ წესრიგად ჩამოყალიბდა, ქვეყანასა და ერს განადგურება არ ასცდებოდა, ამიტომ ადამიანის მოქცევის ნორმები, მისი პირადი თუ საჯარო საქმიანობა ყოველთვის მკაცრად იყო.
იმ მორალური ნორმების, ჩვენი ადათ-წესის, ჩვენი რელიგიის, ჩვენი კულტურისა და ცხოვრების წესის ერთგულებით დღემდე, აი, ასე მოვედით, რომელიც ყოველმხრივ მორგებული ჩვენს გადარჩენაზე იყო. იმ მკაცრ პირობებში ასე მოვედით, სადაც სხვას გადარჩენა არც კი ეწერა, მოვედით და ამიტომ დღეს ჩვენი ხელით ამ წესრიგს ნუ დავანგრევთ, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი წარმატების ფორმულა იყო. ის, ვინც უცხოეთში გარბის, რათა პირადი სივრცე და კომფორტი არ დაუზარალდეს, ეროვნულობას კარგავს! ამიტომ არა მხოლოდ ქართველობის ციხე-გალავანს, არამედ მის საძირკველსაც ნუ დავანგრევთ!

ყოფნა-არყოფნის საკითხია

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

საქართველოში ქართველი ქალის სილამაზის შესახებ თქმულება არსებობს

ინდოეთის მეფე შედათი იყო. კაცი იმდენად გულზვიადი და კადნიერი, რომ გადაწყვიტა ქვეყნად სამოთხე აეშენებინა. ხალხი ღმერთად მიმიჩნევსო.
ედემი გააშენა. იგი მართლად საუცხოო სანახავი იყო და სწორედ სამოთხეს ჰგავდა, მაგრამ….
– რა სამოთხეაო – შედითს კრძალვითა და მოწიწებით მოახსენეს – როცა შიგ ანგელოზნი არ არიანო?
მეფემ მაშინვე თავის მხლებლებს მოუწოდა და უბრძანა: მთელი ქვეყანა დაიარეთ და სადაც კი ლამაზი ქალი ნახოთ, მე მომგვარეთო.
მეფეს უნდოდა ეს ლამაზები სამოთხეში დაესახლებინა.
მხლებლებმა მეფის ბრძანება შეასრულეს, მთელი ქვეყნის პირზე “გურიები” შეკრიბეს და ინდოეთს გაემართნენ. კავკასიაში რომ მოვიდნენ, აქ უცებ შეიტყვეს, რომ ღმერთმა შედათი კადნიერებისათვის უმოწყალოდ დასაჯა, უამრავი კოღო დაახვია, რომელთაც უბედური მეფე ისე დაკბინეს, რომ რუმბივით დასივდა და მალე სულიც განუტევა.
ლამაზმანებმა ეს ამბავი რომ მოისმინეს, გადაწყვიტეს: ნუღარც ინდოეთში წავალთ, ნუღარც ჩვენს ქვეყანაში დავბრუნდებითო. აქ, ამ ტურფა მხარეში დავრჩეთ, რომელიც ყოველგვარ სამოთხეს სჯობიაო.
ეს იმის მიზეზია, რომ საქართველოში ასე ბევრი ლამაზი ქალია.

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

 

მეგობრებო, ნახეთ, მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ნაშრომიდან – “საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია” – რა საინტერესო და სასიხარულო რამ ამოვიკითხე.
“ორი ათასი წლის წინ, ამაღლების შემდგომ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უფალი ეჩვენა და ქართველი ერის მომავალი ცხოვრების შესახებ ამცნო: “ჰოი, დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპუარო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის”, რაც თანამედროვე ქართულით ასე გამოითქმის – “ჰოი, დედაო ჩემო, მე არ უგულებელვყოფ ხალხთა შორის დიდებულ ქართველ ერს, მათთვის შენი მეოხებით.” ყოვლადწმინდა დედამ მის წილხვედრ საქართველოში, მისი ძისა და ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს დავალებით, მოციქული ანდრია პირველწოდებული გამოაგზავნა, რომელმაც საქართველოს სამოციქულო ეკლესია დააფუძნა.”
მაშასადამე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დაარსების წინ უფლის სიტყვა წარუძღვა…

 

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

 

შენი ქალაქი გამოაღვიძე

ლოზუნგების იმპერია, რომელშიც 70 წელი ვცხოვრობდით, მითებსა და ზღაპრებს განუწყვეტლივ ქმნიდა, როგორც ადამიანებზე, ასევე მთელ ქალაქებზე. მაგალითად, ქუთაისი ინდუსტრიის ქალაქი იყო, ხოლო წყალტუბო კი – მისი დამამშვენებელი. უღმერთო კომუნისტებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ ინდუსტრიის მშენებელი ქალაქიც შეიძლებოდა ლამაზი ყოფილიყო, მათთვის ქუთაისის ცნობილი სანახები: ნანგრევთა გროვას წარმოადგენდა. ასეთივე მითები საქართველოს სხვა ქალაქებზეც იქმნებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, როდესაც ინდუსტრია თუ მრეწველობა ჩამოიშალა, ქალაქებს არსებობის იდეოლოგიური საფუძველი გამოეცალათ და ფაქტობრივად, ჰაერში დარჩნენ. ერთ-ერთი ასეთი ქალაქი ტყიბულია, მაღაროელთა ქალაქი.
დღეს ტყიბულის რაიონის მოსახლეობაში გამოკითხვა რომ ჩაატარო, თუ ტყიბულის მომავალი როგორ გესახებათ: პასუხების მიხედვით, დაასკვნით რომ ტყიბულს არსებობისა და განვითარების შანსი არ აქვს, რადგან დამოკიდებული მხოლოდ მაღაროზეა და ისეთი მოთხოვნილება ნახშირზეც აღარაა, როგორიც გასული საუკუნის პირველ ნახევარში იყო. შესაბამისად, შიშველი რეალობა რჩება, რომელიც გვეუბნება, რომ ტყიბული განწირული ქალაქია. თუმცა ეს რეალობა ჩვენი ფიქრებიდან გამოწვეულია. შესაძლებელია ყველაფერი შეიცვალოს, ამისთვის საჭიროა ძლიერი საინფორმაციო კამპანია და ამ საინფორმაციო კამპანიაში რაიონის მოსახლეობის მეტწილად ახალგაზრდობის ჩართულობა. XXI საუკუნე საქართველოსთვის ტურიზმის საუკუნეა. ტყიბულის პოტენციალი ამ მხრივ უდაოდ გამორჩეულია, უბრალოდ მას ათვისება და რეკლამირება, ასევე ორიგინალური სერვისები სჭირდება, რომლებიც შიდა ბაზარზე არსებულ სხვა ტურისტულ შემოთავაზებებს კონკურენციას გაუწევს. ინტერნეტი და სოციალური ქსელები რეკლამის ძალიან იაფი და ეფექტური საშუალებაა. ეს ყველაფერი რომ საქმედ იქცეს, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა გარკვეული მხარდაჭერა.
1. აუცილებელია ოფისი, “ღია კარი” ქალაქის ცენტრალური ნაწილში შეიქმნას, რომელიც თანამედროვედ მოეწყობა, ეგრეთ წოდებული ხრუშოვკული სახე არ ექნება და ასევე ტურისტული ცენტრის ფუნქციას შეითავსებს.
2. ღია კარის ფუნქცია იქნება:
რაიონული მაშტაბით ანალიტიკური კვლევა, სოციალური გამოკითხვების ჩატარება, სხვადასხვა საინტერესო პროექტის მიღება და მათი მხარდაჭერა, ასევე ქალაქის რითმის გამოცოცხლება ტურისტული პროექტებით, რომლებშიც ტყიბულის მოსახლეობა ჩართული მაქსიმალურად იქნება და ბოლოს ამ ყველაფრის მაქსიმალური რეკლამირება, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის მაშტაბით. კონკურსები ტყიბულის რაიონის სოფლებში, მაგალითად, საუკეთესო ფოტო, საუკეთესო ვიდეოჩანაწერი სხვადასხვა თემაზე, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა.
მსგავსი ცენტრის შექმნა ქალაქის ცხოვრებას მნიშვნელოვანწილად გამოაცოცხლებს და მის მომავალზე აისახება, ეს ის ინვესტიციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ქალაქის საკეთილდღეოდ მოგებას ერთი ორად მოიტანს!

 

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

მსოფლიოს 16 დამწერლობიდან ერთ-ერთი და უძველესი ქართული დამწერლობებია (ნუსხური, მხედრული და ასომთავრული). ევროპის ქვეყნები კიდევ ლათინურ დამწერლობას იყენებენ. ეს დამწერლობა იაკობ ცურტაველს ეყო, რომ “შუშანიკის წამება” დაეწერა. ეს დამწერლობა დავით აღმაშენებელს “გალობაი სინანულისანის” დასაწერად ეყო. ეს დამწერლობა შოთა რუსთაველს “ვეფხისტყაოსნის” დასაწერად ეყო. ეს დამწერლობა იოანე საბანისძეს, გიორგი მერჩულეს, ლეონტი მროველს, არსენ ბერს ეყო, ეს დამწერლობა ყაზბეგს, ილიას, აკაკის, ასათიანს, ამირეჯიბს, დოჩანაშვილსა და მრავალსა და მრავალს. მათ თავიანთი გენიალური შრომებით ამ დამწერლობით უკვდავყვეს, რომლითაც დღეს ქართველები ვამაყობთ და თავს ვიქებთ და ეს დამწერლობა ჩვენ კომენტარისა და პოსტის დასაწერად არ გვყოფნის?! ამიტომ ჩვენს დამწერლობას პატივი ვცეთ და სოციალურ ქსელში ეს კომენტარისა და პოსტის დაწერის დროს თუ პირად ცხოვრებაში იქნება მნიშვნელობა არ აქვს.

ქართული ენა ძალიან მდიდარია. მაგრამ მასში ბევრი ბარბარიზმია, მთარგმნელებმა უბრალოდ ვერ გადმოთარგმნეს. ამიტომ ქართველოლოგები იბრძვიან, რათა ეს უცხო სიტყვები განდევნონ. სიტყვები არსებობს, რომლებსაც რატომღაც არ ვიყენებთ. მაგალითად, “ინოვაცია” რატომ უნდა ვთქვა, როდესაც სიტყვა “სიახლე” არსებობს? ტყიბულში კიდევ ის ტრაგედია რომ მოხდა, ყველა არხზე “შახტასა” და “მეშახტეს” იძახდნენ. “მაღარო” ან “მაღაროელი” არასდროს გაუგიათ? უარესი სიტუაციაც არსებობს. მაგალითად, მაგიდა მონღოლური სიტყვაა და ქართულად ტაბლაა. ჩანთა კიდევ თურქული სიტყვაა, ქართულად ბადილიაა. თევზი, ფარდა, საათი, ფანჯარა (თურქული სიტყვაა და ქართულად სარკმელია), ნიანგი (სპარსული სიტყვაა და ქართულად ხვითქია), მაიმუნი (თურქული სიტყვაა და ქართულად ყაპუზანაა), ნამუსი (არაბული სიტყვაა და ქართულად პირისწყალია), გოიმი (ებრაული სიტყვაა და ქართულად არაებრაელს ნიშნავს), ბატი (სომხური სიტყვაა და ქართულად ღერღეტია), კომპოტი (ფრანგული სიტყვაა და ქართულად ნარაჯია), მავთული (თურქული სიტყვაა და ქართულად აშკია), დაფნა (ბერძნული სიტყვაა და ქართულად რაფინდია), თაღლითი (არაბული სიტყვაა და ქართულად მორთულია)… უი.. ტრაგედია.. ტრაგედია… ლიმიტი, ულიმიტო – ზღვარი, უსაზღვრო; სენსიტიური – მგრძნობიარე; კრეატიული – შემოქმედებითი; პრიორიტეტი – უპირატესობა; რეზულტატი – შედეგი; ექსპერიმენტი – ცდა; ამბიციური – მიზანმიმართული; ბულკი – ფუნთუშა; რული – საჭე; პასტა – კალამი; დალაიქება – მოწონება; გრეჩიხა – წიწიბურა; კომენტარი – მალემწერალი; მეტრო – ქვეგრიალა; სოსისი – მოწუწნიკი; ჩემოდანი – გვადრუცი; სუპი – წვნიანი; კნოპკა – ღილაკი; მენეჯერი – მმართველი; პროსტა – უბრალოდ… არა ბარბარიზმს!

ჩემი აზრით, ამ დროის ჩვენი ეროვნული გმირი ლევან ღვინჯილიაა, რომელიც ქართული ენის სასწაული ქომაგია.

1)
ენა ქართული – ჩვენი ძირძველი, უიშვიათესი, ლაზარეს შედარებული ქებულ-დიდებული, საჰიმნე და ამოდ ყურს სასმენი ენა, დღეს თამაშგარეშეა და ამას ადვილად შეამჩნევთ: აბრებზე, “მპყრობელთა ამა ქვეყნისათა” საუბარში და ასე შემდეგ.
2)
მამული – გამესამედებული, მტრის მიერ წართმეული, და მტრის მეხუთე ციხეები გავსებული, ყოველდღიურად ანტიეროვნული განწყობით სავსე, დღეს ყოფნა-არყოფნის წამებს ითვლის.
3)
სარწმუნოება – უღმერთობით, ცრუ მღვდლებით, გარეშე და შინაური მტრებით დასუსტებული, გულგაციებული მრევლით და უამრავი გასაჭირით სავსე, თავის მატიანურ დანიშნულებას ნელ-ნელა კარგავს.
ენა, მამული, სარწმუნოება! ილიას მიერ ერის გზად დასახული ეს სიტყვები, არ გაგიკვირდეთ და ილიამდეც არსებობდა. სულნათელმა ჭავჭავაძემ ქართული ერისა და სახელმწიფოებრიობის საძირკველი უბრალოდ მოკლედ გამოხატა.
მე ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი, უდიადეს ფარნავაზი მახსენდება, რომელმაც საქართველო გააერთიანა და ერთიანი მამულის მცნება შექმნა.
რომელმაც სარწმუნოება შექმნა, როცა არმაზის კერპი მცხეთაში დადგა და ბოლოს:
“ამან განავრცო ენა ქართული და არღარა ირაცხებოდა სხვა ენა ქართლსა შინა, თვინიერ ქართულისა; ამანვე შექმნა მწიგნობრობა ქართული”.
ფარნავაზ, დღეს სად ხარ?

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

“გამარჯობა” როგორ გაჩნდა

საქართველოში “გამარჯობის” გაჩენის შესახებ თქმულება არსებობს.
ქართველები მუდამ კარგი და მამაცი მეომრები იყვნენ. თამარ მეფის დროს კი ჩვენისთანა მეომარი ხალხი მთელს ქვეყანაზეც არ მოიძებნებოდა. ქართველი კაცი გულადი იმიტომ იყო, რომ მკლავში ძალა ჰქონდა, მარჯვენა არ უღალატებდა. ქართველ კაცს სანამ მარჯვენა შერჩებოდა, მტერს შავ დღეს აყენებდა. ერთზე ათიც რომ მოსულიყო, გამარჯვების იმედს არავინ დაჰკარგავდა.
ერთხელ ქართველებმა დიდი ბრძოლა გადაიხადეს. მტრის ლაშქარს ხმალამოღებულნი ეკვეთნენ, ერთზე მტრის ათი კაცი მოდიოდა, მაგრამ არავინ შეშინებულა. ქართველები ხმალს აელვებდნენ. მარცხენა ხელში აღვირი ეჭირათ, მარჯვენაში – ხმალი.
ბრძოლა გათავდა. სისხლის ზღვა დამდგარიყო. მტერი ისე მოესპოთ, რომ ამბის მთქმელიც არავინ დარჩენილიყო.
ლაშქარი ომის შემდგომ ერთად შეგროვდა. ყველას მარჯვენა ხელში ხმალი ეჭირა და იძახოდნენ:
– ჩვენს მარჯვენას გაუმარჯოს, ჩვენს მარჯვენას გაუმარჯოს!
ხელმწიფემ ხალხს მტრის მოსპობა მიულოცა და უთხრა:
– თქვენს მარჯვენას გაუმარჯოს.
– გაუმარჯოს მრავალჟამიერ, გაუმარჯოს! – ლაშქარმა უპასუხა.
ამის შემდეგ ეს წესად გახდა. ქართველები ახლაც, როცა სადმე ერთმანეთს შევხვდებით, თავს დავუკრავთ, მარჯვენას ჩამოვართმევთ და ვეტყვით: “შენს მარჯვენას გაუმარჯოსო”.
“გამარჯობა” ასე გაჩნდა.

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

 

ფანი ვინ არის?
მას სახელი არ აქვს, მხოლოდ ახლო მეგობრები იცნობენ. მას სახე არ აქვს, მის თავს უმეტესწილად კაპიუშონკა ფარავს, შარფი კი – სახეს. ის ისე არ იცვამს, როგორც სხვები, იგი მოდის ტენდენციებს არ მისდევს, ის სტილს არ იცვლის. როდესაც ის ქუჩაში მოძრაობს და თავისი გუნდის ლოგოს არ ატარებს, მაინც ”დამწვარია”, რომ ფანია. ის თავს მხოლოდ მაშინ ესხმის, როდესაც თავს თვითონ ესხმიან და მხოლოდ მაშინ ეხმარება, როდესაც აუცილებელია. ის ფანი მაშინაცაა, როდესაც სახლში მიდის და თავისი გუნდის შარფს იხსნის. მას ბრძოლა თავისი ფერებისთვის და ზოგადად კულტურისთვის ყოველდღე უწევს.
გამოცდილ ფანს ახალგაზრდა ფანმა პატივი უნდა სცეს. მისგან ყველა შენიშვნა მორჩილად უნდა მოისმინოს და უნდა ამაყობდეს, რომ ტრიბუნაზე ”OLD SCHOOL”-ის წარმომადგენელთან ერთად დგას. ხელის ჩამორთმევის დროსაც მადლიერი იმიტომ უნდა იყოს, რომ ფან-კულტურა ჩვენამდე სწორედ მათ მოიტანეს და შეგვინარჩუნეს.
ფანებს ადამიანებისთვის იმის ახსნა ძალიან ეზიზღებათ, თუ მათი კულტურა რას წარმოადგენს. მსგავს სიტუაციებში ცნობილი გამოთქმა ყოველთვის გამოსადეგია: ” You Will Never Understand If You Are Not One OF Us”.
რამდენიმე მიმდინარეობა არსებობს. ყველა ულტრასი განსხვავებულია. ზოგი თავისი კლუბის ლოგოთი და ფერებით მოძრაობს. ზოგიც მათ არასდროს იყენებს. ზოგი მატჩებზე მხოლოდ თავის დაჯგუფებასთან ერთად მიდის, ზოგიც – ინდივიდუალურად.
ფანები განსხვავებულები არიან, მაგრამ ის რა არის, რაც მათ აერთიანებთ? – 90 წუთი ფეხზე დგომა წვიმასა და სიცივეში, გაუსაძლის სიცხეში ბოლო ხმაზე სიმღერა, გასვლით მატჩებზე წასასვლელად მატარებლის სადგურში ლოდინი ნახევრად მთვრალი, ნახევრად მძინარე, ძალიან დიდი ხნით მშიერი ყოფნა და ლუკმის განაწილება მეგობრებისთვის, ერთი გუნდი, ერთი ფერები, ერთი იდეა, ერთი მენტალობა..
ყოველივე ის, რაც გვაერთიანებს, ამავე დროს დანარჩენ მსოფლიოსთან გვაშორებს. მშობლებისგან, ბიძაშვილ-მამიდაშვილებისგან, სკოლელებისგან ან ჯგუფელ-კურსელებისგან, თანამშრომლებისგან ვისვენებთ..
ჩვენს კულტურაზე წერა ყოველთვის რთულია. რაღაც ისეთია, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ. უნდა იგრძნო – თქვენი მობრძანება ჩვენს სამყაროში კეთილი იყოს!..

 

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

ქართველებო, ერთმანეთისადმი ბოღმითა და ერთმანეთზე არზრუნვით ვლპებით, ერთმანეთი ფეხებზე გვკიდია, ოღონდ ჩვენი ღორული ეგოიზმი დავიკმაყოფილოთ. ესთეტიკის აღქმის უნარი არ გვაქვს, ერთმანეთი არ გვეცოდება, პოლიტიკიდან დაწყებული ბინძური ვნებებით დამთავრებული, მაგრები მხოლოდ ერთმანეთის გათახსირებაში ვართ, ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში სიბოროტის პატრიოტები ვართ. მთავარია ჩვენ კარგად ვიყოთ და სხვა თუნდაც ცოცხზე დაუსვიათ. მთავარია ვიღაც გვყავდეს, ვნებები დავიკმაყოფილოთ და იგივე ჩვენს ნათესავებს რომ გაუკეთონ, ყელსაც გამოვჭრით, ჩვენიანი ვინმე რომ შეაწუხონ, სახლ-კარს გადავუწვავთ, და თავად იგივეს ვაკეთებთ. ქალზე მუქარა კაცობა გვგონია, ქალებს ფეხების აშვერა კი – ევროპულობა. ცხოვრებისეულად არასამართლიანები ვართ და მხოლოდ ჩვენს პირუტყვულ გრძნობებზე ვფიქრობთ, საკუთარ დედას ვიგინებით და მერე დედის სადღეგრძელოთი ორლიტრიანი ყანწებით ვსკდებით. გოგო გვიყვარს და ხელს ვურტყამთ, ეჭვიანობის ფსიქოპათურობით ვაწუხებთ. მთავარია ვინმე გვყავდეს და არ გვაინტერესებს რამდენად შეგვეფერება, ერთმანეთს ყელში ამოვუხვედით და ვეღარ ვხვდებით, საყვარელი ადამიანის სურვილები და ოცნებები რომელიმემ თუ იცით? მთავარია მაგრად გამოიყურებოდეს და რამდენად ადამიანია, ვერ ვხვდებით. გოგოებს სითბო გინდათ და თბილ ადამიანებს ხელს კრავთ, ბიჭებს კი გრძნობების სიფაქიზე, თქვენებურად რომ ვთქვა, გვიტყდება. საკუთარ თავს სასაცილოდ და ადამიანურად გამოუსადეგრად ჩვენვე ვაქცევთ. იმდენად მედროვეები ვართ, ათეისტობა უკვე პონტია, მკრეხელურ და აპოსტასიურ იუმორს თუ ხელოვნებას გასაქანი მიეცა. თუ “მორწმუნე” ხარ, მარხვა ამ შემთხვევაშიც მოდაა, ხოლო ძალათმორწმუნეების მიერ ათეისტების გინება უკვე მაგარი ტიპობაა. ათეისტებს კი ჩვენი გასაჭირიც ეყოფათ. ერთმანეთის განკითხვას შევეშვათ და ეს არასრულფასოვნების კომპლექსი მოვიშოროთ, რომელიც ჩვენში ნორმას აჭარბებს, პოლიტიკოსების გამო ერთმანეთს ნუ ვაგინებთ. გოგოს მხოლოდ იმ კუთხით ნუ შევხედავთ, რომლითაც ჩვენს დროში ბევრი უყურებს და იმაზე ვიფიქროთ, რომ ნათესავები გვყავს. თბილ ადამიანებს გულს ნუ ვატკენთ. ჩვენი არასამართლიანი, არასწორი აზრის მტკიცებას ნუ დავიწყებთ, როცა სამართლიანობა არსებობს. ნუ ვიტყვით, რომ სარწმუნოებაში რაღაც არასწორია, რადგან ჩვენ არ გვესმის. ფარული კვინტები კლასიკურ მუსიკაშიც არსებობს, მაგრამ თუ მუსიკა არ ვისწავლეთ, ვერ გავიგებთ ეს რა არის. სარწმუნოება კი გაცილებით რთული რამაა და ამიტომაც იმას ვერ ვხვდებით, რაც მართალია და რასაც სულიერი შეცნობა სჭირდება. ამიტომაც თავმდაბლობა საჭიროა, რომ ჩვენი გონება არ აირიოს. თვით ის რომ უსამართლობა დაშვებულია, ესეც კი სამართლიანია… ტკივილის ატანა ყველაფერში ვისწავლოთ, თვით უარყოფილ სიყვარულშიც კი, თუნდაც უსამართლოდ უარყოფილში, ან/და დავფიქრდეთ, იქნებ ჩვენ არ გავუფრთხილდით. ესთეტიკისა და სილამაზის აღქმა ვისწავლოთ. გოგოზე ძალადობა და აგრესია ადვილია, მისი გათბობა კი ძნელია და მარტოობის შიშის დაძლევა ვისწავლოთ, რადგან როცა უარს გვეუბნებიან, სწორედ ამ შიშის გამო აგრესორები ვხდებით. ტკივილის გვეშინია, რომელსაც უსიყვარულობა და მარტოობა მოგვიტანს. გოგოებმა კი ჯერ თქვენ რა გინდათ ის გააცნობიერეთ და მერე ილაპარაკეთ. როცა სითბო და რომანტიკა გვინდა და ჩვენი იდიოტური კაპრიზების გამო ასეთ ადამიანებს უარვყოფთ, უსამართლობაა. ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლოთ და ყველაფერი კარგად იქნება, თუ არადა სულიერად ავყროლდებით. პატიება და სამართლიანობა ვისწავლოთ და არა ეგოისტური “სამართლიანობა”. ცხოვრებაში ბრძენი ადამიანების გამონათქვამები გამოვიყენოთ; ისინი იმისთვის დაიწერა, რომ ცხოვრებაში გამოვიყენოთ და არა იმისთვის, რომ ვიძახოთ რა ლამაზი სიტყვებია. აბსოლუტურად ყველამ მიტევება ვისწავლოთ. ხაზგასმით აბსოლუტურად ყველამ! ერთმანეთის ჭკვიანურის მოსმენა ვისწავლოთ, რაც სულიერად განგვავითარებს. ერთმანეთს ფეხებზე ნუ დავიკიდებთ. ადამიანები დავაფასოთ, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან და ლამაზად ცდილობენ, რომ ხის თავებში რამე არ შეგვაგნებინონ, თორემ ეგოისტები და ხისთავიანები დავრჩებით. ნამდვილი ხელოვნება დავაფასოთ. ის დავაფასოთ, რაც თავისი სიდიადის გამო ჩვენთვის მიუწვდომელია და ნუ შეგვეშინდება, რომ ვეცადოთ იგი შევნიშნოთ. მოსიყვარულეები გავხდეთ და ნუ ვიტყვით, რომ ღმერთი და სარწმუნოება ტყუილია, თორემ თავად ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი ტყუილი და უაზრობა გახდება.

არასოდეს დაუშვათ, რომ ადამიანი თქვენით იმედგაცრუებული დარჩეს! ამის თავიდან ასაცილებლად, ნებისმიერ ურთიერთობაში, აუცილებელია, ერთმანეთის მიმართ მოლოდინები მკაფიო იყოს. ამიტომ, სიმართლე არასოდეს დამალოთ. ასევე ის არასოდეს თქვათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ის არ უთხრათ, რაც ზუსტად არ იცით, რომ მოხდება და იმას არ დაპირდეთ, რასაც ზუსტად არ იცით, რომ გააკეთებთ, ან უფრო მეტიც – ზუსტად იცით რომ არ გააკეთებთ. ყველაზე დიდი შეცდომა ურთიერთობაში ისაა, რომ სიმართლე დამალო ან ტყუილი იმისათვის თქვა, რომ ადამიანის გული მოიგო, მისი კეთილგანწყობა მოიპოვო, ან არ გააბრაზო, არ აწყენინო, ან სულაც, ადამიანი არ დაკარგო. გახსოვდეთ, როგორც კი სიმართლე გაირკვევა, ამ ადამიანის განაწყენება, გაბრაზება არ აგცდებათ და შესაძლოა, დაკარგვაც კი. ხოლო თუ ჩემს ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ და მაინც გადაწყვეტთ, რომ ასე მოიქცეთ, მაშინ წინასწარ იცოდეთ, რომ ადამიანების იმედები უნდა გაუცრუოთ და ამაში მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგიძლიათ; შესაბამისად, ნუღარ გაგიკვირდებათ, ამ ადამიანებმა თქვენდამი პატივისცემა, სიყვარული, ნდობა რატომ დაკარგეს და საერთოდ უარი თქვენთან ურთიერთობაზე რატომ თქვეს.

P.S ჩემი აზრით, ადამიანის ორგანიზმის ყველაზე საუკეთესო ნაწილი, ნომერი ერთი შედევრი თვალის ბადურაა. ასევე ვფიქრობ, ეს იმის ერთ-ერთი ხერხია, ათეისტებს ღმერთის არსებობაში დავარწმუნოთ. ბადურის დახმარებით მსოფლიოს მრავალფეროვნებით ვტკბებით. ბრმა ადამიანი მსოფლიოს მრავალფეროვნების აღქმას როგორ შეძლებს? (მაგალითად, მკითხველნო, თქვენ რომ ამ ბლოგს კითხულობთ, თვალის ბადურა გეხმარებათ. აი, ეს ბლოგი, თქვენ და ბადურა. საოცრებაა. ჩვენი ყველაზე ერთგული მეგობარია.)

ნიკა ჩხენკელი, 15 წლის, თბილისის სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი