ნიკა ჩხენკელი - იდეალური პიროვნება
ნიკა ჩხენკელი - იდეალური პიროვნება

 

– გამარჯობა! გვინდა რაღაც კითხვები რომ დაგისვათ!

– კი, ბატონო. გისმენთ..

– 10 წლის შემდეგ როგორი იქნებით?

– წარმოდგენა არ მაქვს, მაგაზე პირველად დავფიქრდი.

– თქვენი აზრით, ქალაქს ყველაზე მეტად რა აკლია?

– სიმწვანე და ტრამვაი. თბილისი ამერიკისა და ევროპის ქალაქებს რომ შევადაროთ, დავრწმუნდებით, რომ ყველაზე მეტი მწვანე სივრცე ჩვენი გვაქვს, უბრალოდ მოუწესრიგებელია. ახლა ეს კანონი კი არსებობს, რომ ხეები არ გაჩეხოთ, ხის ხარჯზე ახალი კორპუსები არ ააშენოთ, მაგრამ ამ ლამაზ, საოცარ და დიდებულ ბუნებას არავინ უვლის.

– ამ თაობას რა აკლია?

– ჩვენ ურთიერთგაგება უზომოდ გვაკლია. ერთმანეთს კი არ ვუსმენთ, რათა გავიგოთ, არამედ იმისთვის, რომ პასუხი გავცეთ.

– ყველაზე მეტად რა გძულთ?

– აგრესიას, ძალადობას, მუქარასა და უსამართლობას ვერასდროს შევეგუები, ამ ყველაფერს ვეწინააღმდეგები. მე პაციფიზმის მომხრე ვარ. ყველაფერს ძალიან უარყოფითი თვალით ვუყურებთ, ადამიანობა (ჰუმანიზმი) გვაკლია. ასევე დიდი პრობლემა ისიცაა, როდესაც საქართველოში რაიმე ცუდი მოვლენა ხდება, გულგრილობას გამოვხატავთ და ერთმანეთთან გაერთიანებული ხალხი არ ვართ, ძალიან დაქსასულები ვართ.

– უფროს თაობას რას ურჩევდით?

– გვაცადონ! ჩვენ მიმართ ნაკლებად კრიტიკულები იყონ! და როცა რაიმე რჩევას ვაძლევთ, ღიზიანდებიან და ერთი და იმავე სიტყვებით იმართლებენ: “ამხელა ხალხს ჭკუას რატომ გვასწავლით?”. “სწავლა სიკვდილამდე” არასდროს გაუგიათ? თუ ჩვენი არა, ოტია იოსელიანის ლამაზი, საოცარი, დიდებული, ცნობილი და ჩემი საყვარელი ფრაზის მაინც სჯეროდეთ: “ჭკუა ასაკში კი არა, თავშია”.

– საუკეთესო მოგონებებიდან, უპირველეს ყოვლისა, რომელი გახსენდებათ?

– როდესაც თაროელები პირველად გავიცანი.

– თქვენი ყველაზე დიდი სისულელე რა იყო?

– ყველაზე დიდი რა?! უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჩუმად არ ვარ, როცა საჭიროა. ხანდახან სიჩუმე ყველაფრის გამოსავალია. აი, მაგალითად, ზოგან რაიმე საინტერესო, მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი ფაქტი რომ თქვა, ერთი ნაწილი გაღიზიანდება, ხოლო მეორეს კი – არ აინტერესებს.

– საუბარი ყველაზე მეტად რაზე გიყვართ?

– ქვეყნების ბუნებასა და კულტურაზე.

– ქართველების მეტიჩრობა რა არის?

– ურთიერთობა მუდმივად იმათთან გვინდა, რომლებიც რაიმეს წარმოადგენენ და მდიდრები არიან. ხოლო ვინც ღარიბი, მოკრძალებული, მაგრამ განათლებულია, ვაიგნორებთ. XXI საუკუნეში ამას ვერ ავცდით, რაც ეროვნული ტრაგედიაა.

– თუ პროფესიონალიზმის მიუხედავად, ცხოვრებით არ გაგიმართლათ, რას იზამთ?

– პროექტებში მონაწილეობას მივიღებ. ამაში კი ჯანსაღი ცხოვრება დამეხმარება. პროექტში მონაწილეობა მხოლოდ მონაწილეთა შორის აქტიურობა და მსჯელობა კი არაა. აი, მაგალითად, ახლა წიგნების თაროს ლიტერატურულ კონკურსში ვმონაწილეობ. თაროელებს ბევრი რამ გვაერთიანებს, ერთმანეთზე ბევრი რამ ვიცით, უამრავი საერთო მეგობარი გვყავს, ერთად ვერთობით, ვმხიარულობთ, ერთმანეთს საინტერესო, მნიშვნელოვან და მრავალფეროვან თემებზე ვესაუბრებით. პროფესიონალურ ცოდნასა და გამოცდილებას ვფლობთ. ნიჭი უფრო განვავითარეთ. შემოქმედებითი გუნდი ვართ. WE ARE SPARTA! შედეგი ბევრ ტანჯვასა და შრომას ითხოვს. დრო კი არ მოდის, არამედ მიდის. აქედან გამომდინარე, შესაფერის მომენტს კი არ უნდა ველოდოთ, არამედ უნდა შევქმნათ.

– ადამიანმა ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ცოდნა და განათლება რომ მიიღოს, რა უნდა გააკეთოს?

– ჰარვარდში ათი ათასობით დოლარს იხდიან. გადასახადის 20% სწავლა-განათლებაში გამოიყენება, ხოლო 80% კი – სტუდენტებთან ურთიერთობაში. კომუნიკაციასა და კონტაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა და უპირატესობა აქვს, რადგან ბევრ საინტერესო აზრს გაიზიარებ, უფრო მეტ გამოცდილებას, ცოდნასა და განათლებას მიიღებ. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: ვთქვათ, მოგინდა სოფელში 2 თვე მარტო წყნარად გაატარო და ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოები დაწერო, მაგრამ იმ 2 თვეში შეიძლება ისეთი რაღაცები მოხდეს, რომ ფანტასტიკის ჟანრის კი არა, რეალისტური ნაწარმოები აღმოჩნდეს. ასევე თუ პარიზი შეიგრძნობა თუ გინდა, მხოლოდ ეიფელის კოშკი ან ლუვრი კი არ უნდა ნახო, არამედ პარიზელებიც უნდა გაიცნო, ოღონდ პარიზში. აბა, პარიზელი კოპენჰაგენში რომ გაიცნო, პარიზის შესაგრძნობლად საკმარისი არაა. ხომ შევთანხმდით? აჰაჰაჰჰა ზოგმა შეიძლება უარყოს, ხოლო ზოგმა კი – დაეთანხმოს. თუმცა ამ აზრს არსებობის უფლება აქვს. კომუნიკაბილურმა ადამიანმა შეიძლება უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს, ვიდრე ნაკითხმა. ნაკითხ ადამიანს, რომელსაც კომუნიკაცია არ უყვარს, მიზნის მისაღწევად ბევრი ძალისხმევა დასჭირდება. დამოკიდებული იმაზეცაა, თუ რომელ სფეროს აირჩევს.

– ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რა არის?

– შედეგი. პროცესს ყურადღებას არავინ აქცევს, რასაც უთვალავი მსხვერპლი მოჰყვა. თუ როგორ გაიმარჯვებ, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გამარჯვებულს არ ასამართლებენ! შედეგი უცვლელი დარჩება! „ძლიერი ვარ და წავაგე“ – ეს არალოგიკურია. ხალხის გულის მოგება კი მეორე ადგილზე გადის.

– რომელ ქალაქში იცხოვრებდით?

– არ ვიცი, რადგან მე პირადად თბილისი მაინც ძალიან მიყვარს. თან მე ფეხბურთში თბილისის დინამოს ვგულშემატკივრობ და ჩემი საყვარელი დერბი თბილისის დინამო და თბილისის ლოკომოტივია და ქართული ელ კლასიკოც მაგარია – თბილისის დინამო და ქუთაისის ტორპედო. სიარული ყველაზე მეტად ძველ თბილისში მიყვარს, რადგან XIX საუკუნის არქიტექტურა მომწონს, რაც კულტურის შენარჩუნებას ნიშნავს. მაგალითად, მანჩესტერი XIX საუკუნის 90-იანებისა და XX საუკუნის 10-იანი წლების ნიუ-იორკს ჰგავს.

– თქვენი ყველაზე უცნაური თვისება რა არის?

– ხალხთან საუბრისას ხანდახან გრამატიკულ შეცდომებსა და ბარბარიზმებს ვუსწორებ. ვცდილობ, ქართული ენა ყველანაირად დავიცვა.

– ყველაზე მეტად რისი გჯერათ?

– რომ ერთიან და ძლიერ საქართველოში ვიცხოვრებთ.

ნიკა ჩხენკელი, 16 წლის, თბილისის სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი