2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველომ უმასპინძლა. მასშტაბური შოუ 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.
2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველო გრიგოლ ყიფშიძემ წარადგინა, სიმღერით „გულის ხმა”. მან მეორე ადგილი დაიკავა.
კომპოზიციის „გულის ხმა” ავტორია გიგა კუხიანიძე, ტექსტის – თემო საჯაია.
გრიგოლ ყიფშიძე შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებულია.
დაიბადა 2005 წლის 15 აგვისტოს.
სწავლობს N24-ე საჯარო სკოლაში.
დაამთავრა თბილისის N მე-6 ხელოვნების სკოლა, საფორტეპიანო განხრით; ასევე ფოლკლორის ეროვნული სკოლა, გიორგი უშიკიშვილის ხელმძღვანელობით. 2014 წელს შევიდა ვოკალის აკადემიაში, ბუკა კარტოზიას ხელმძღვანელობით.
მონაწილეობდა სკოლის ფარგლებში გამართულ საფორტეპიანო კონკურსებში. პოლიფონიის კონკურსში 2013 წელს მესამე ადგილი, ხოლო 2014 წელს მეორე ადგილი მოიპოვა; 2014 წელს სონატების კონკურსში მესამე ადგილი დაიმსახურა.
ბავშვობიდან მღერის და ცეკვავს. უკრავს გიტარასა და ფორტეპიანოზე. 2017 წელს გახდა სატელევიზიო მუსიკალური შოუს „X ფაქტორის” ფინალისტი.