ევროვიზიის კონკურსანტის შერჩევის პირობები
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორი ევროპის მაუწყებელთა კავშირია (EBU). ევროფესტივალზე კონკურსანტის წარდგენის უფლება ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ მაუწყებელს აქვს.
ევროვიზიის კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილის შერჩევის ორი გზა არსებობს. ევროვიზიის მონაწილე ქვეყნის მაუწყებელი აცხადებს ეროვნულ კონკურსს, რომლის გამარჯვებულიც ამ ქვეყანას ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს; ან მაუწყებელს მინიჭებული აქვს უფლება მონაწილე შიდაშერჩევის შედეგად, კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელოს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრია. შესაბამისად, საქართველოდან კონკურსანტის წარდგენის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.
ევროვიზიის კონკურსი
ევროფესტივალი გრანდიოზული ღონისძიებაა, რომლის ორგანიზებაში უამრავი ადამიანია ჩართული, მათ შორის: მმართველი ჯგუფი, აღმასრულებელი პროდიუსერები, დელეგაციების ხელმძღვენელები. მოიცავს პრესცენტრის, მასპინძელი ნაგებობის, სცენის, ევროკლუბის, ფანკლუბის, ევროვიზიის ვებგვერდების ორგანიზებას; ტრადიციულ ღონისძიებებს, მკაცრად განსაზღვრულ წესებს.
მასპინძელი მაუწყებელი, საინიციატივო ჯგუფი, ევროვიზიის აღმასრულებელი პროდიუსერი, ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროფესტივალის დადგენილი წესის შესაბამისად ჩატარებას უზრუნველყოფენ.
ქვეყანა, რომლის წარმომადგენელიც ამ პრესტიჟულ კონკურსს იგებს, შემდეგი წლის კონკურსის მასპინძლობის უფლებას მოიპოვებს.
ევროვიზიის გასაღების გადაცემა
გასაღების გადაცემის ცერემონიალი ერთ-ერთი ტრადიციული ღონისძიებაა. გასული წლის მასპინძელი ქალაქის მერი „ევროვიზიის გასაღებს” მომდევნო წლის მასპინძელი ქალაქის მერს სადღესასწაულო ვითარებაში გადასცემს. გასაღები ამ ქალაქში წლის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი მომდევნო გამარჯვებულ ქვეყანას გადაეცემა.
დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრა
დელეგაციების ხელმძღვენელების შეხვედრა ევროპის მაუწყებელთა კავშირისა (EBU) და მასპინძელი მაუწყებლის ინიციატივით ტარდება, სადაც კონკურსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
როგორც წესი, საქმე ეხება – კონკურსის ჩატარების წესებსა და პირობებს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალების გაცნობას, მონაწილეებსა და საკონკურსო სიმღერებს, რეპეტიციებს, სცენის დიზაინს, კონკურსის შემოქმედებით მხარეს, მასმედიის წარმომადგენლების დასწრებას, ფანკლუბებსა და სხვა საკითხებს.
ევროკვირეული
ევროფესტივალი წვეულებით – ევროკვირეულის გახსნით იწყება, შემდეგ წვეულებებს მართავენ მონაწილე ქვეყნების დელეგაციებიც. ნახევარფინალებსა და ფინალს წინ უძღვის პრესკონფერენციები, რეპეტიციები და კოსტიუმირებული რეპეტიცია.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები და ფინალი
ევროვიზიის კონკურსი მოიცავს ორ ნახევარფინალსა და გრანდიოზულ ფინალს.
თუ რომელ ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებენ ევროვიზიის კონკურსანტი ქვეყნები, განსაზღვრული პროცედურის შედეგად ირკვევა.
ევროვიზიიის კონკურსების მმართველმა ორგანომ (Reference Group), ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) კონკურსის პირობებში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. ცვლილების თანახმად, კენჭისყრის შედეგად გაირკვევა, თუ რომელ ნახევარფინალურ საღამოზე მიიღებს მონაწილეობას ესა თუ ის ქვეყანა, მაგრამ სცენაზე გამოსვლის რიგითობას შოუს პროდიუსერები განსაზღვრავენ. 2013 წლამდე ევროვიზიის კონკურსანტების სცენაზე გამოსვლის თანმიმდევრობა მარტში, დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრისას, კენჭისყრის შედეგად ირკვეოდა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან: მასპინძელი ქვეყნისა და “დიდი ხუთეულის” გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად გამოვლინდება.
ევროვიზიის გამარჯვებული
ევროფესტივალზე გამარჯვებულს მაყურებელი და ჟიური გამოავლენენ.
მაყურებელს უფლება არ აქვს ხმა თავისი ქვეყნის წარმომადგენელს მისცეს. ფინალის დასრულების შემდეგ, მონაწილე ქვეყნების სპიკერები პირდაპირ ეთერში აცხადებენ, თავისი ქვეყნის ხმის მიცემის შედეგებს; უმაღლესი შეფასებაა – 12 ქულა.
ევროვიზიის ფინალისტის გამოსავლენად მაყურებელი და ჟიური თანაბარი უფლებით სარგებლობენ. ევროპა რჩეულს ხმის მიცემის შედეგად ირჩევს
ტრადიციად იქცა, რომ ანტრაქტების დროს სცენაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეული ევროვიზიის წინა წლების მონაწილეები, გამარჯვებულები, ან სხვა ვარსკვლავები გამოდიან.
მნიშვნელოვანი ცვლილებები კონკურსის წესებში
2016 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ხმის მიცემის პროცედურაში.
წინა წლებში პროფესიონალი ჟიურისა და მაყურებლის ხმის მიცემის შედეგები ერთიანად, პრინციპით (50/50%-ზე) იყო წარმოდგენილი. 2016 წელს კი მაყურებლისა და ჟიურის ვერდიქტები შოუს ფინალში ცალ-ცალკე გამოცხადდა.
ხმის მიცემის პროცედურა სცენაზე ბოლო კონკურსანტის გამოსვლის შემდგე დაიწყო და 15 წუთს გაგრძელდა. თითოეული კონკურსანტი ქვეყნიდან მაყურებელმა და ჟიურიმ მონაწილეები 1-დან 8, 10, 12 – მდე ქულათა სისტემით შეაფასეს. შედეგები ცალ-ცალკე გამოცხადდა.
ხმის მიცემის ამ გართულებულ სისტემაში შედეგების წინასწარი პროგნოზირება, წინა კონკურსებისგან განსხვავებით პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. გამარჯვებულის ვინაობა შოუს დასასრულს წამყვანებმა გაახმიანეს.
2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი – სიახლე ხმის მიცემის ნაწილში