ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე ხმის მიცემის ნაწილში სიახლეა
ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე ხმის მიცემის ნაწილში სიახლეა

ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე ხმის მიცემის ნაწილში სიახლეა.

ისრაელის ტელეკომპანია „კანის“ ინიციატივით, ქულათა გადანაწილების თანმიმდევრობის ცვლილება ტელემაყურებლის მიერ დაწერილ ქულებს შეეხება. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ჟიურის მიერ დაწერილი ქულებით საერთო რეიტინგი შედგება, ქვეყანა, რომელიც ყველაზე დაბალ ჯამურ ქულას მიიღებს, ტელემაყურებლის ქულების გამოცხადებისას პირველს დაასახელებენ.

მაგალითისთვის, თუ ჟიურის მიერ დაწერილი ქულებით ესპანეთმა საერთო რეიტინგში ბოლო ადგილი დაიკავა, ტელემაყურებლის ქულების გამოცხადებისას წამყვანები პირველად ესპანეთის ქულას იტყვიან, მიუხედავად იმისა, თუ რა ქულა ერგო მაყურებლისგან ქვეყანას.

ხმის მიცემის მსგავსი რიგითობა სიახლეა და როგორც კონკურსის კრიტიკოსები ამბობენ, აღნიშნული ცვლილება შოუს უფრო მეტად საინტერესოს და დაძაბულს გახდის, რადგან ბოლო წამამდე გაურკვეველი იქნება გამარჯვებულის ვინაობა.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16, ხოლო ფინალი 18 მაისს ჩატარდება.

კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია ტრადიციულად პირველი არხის ეთერში, 23:00 საათიდან განხორციელდება.

დატოვე კომენტარი