JESC 2014
Lizi-Pop (ლიზა ჯაფარიძე), სიმღერით Happy Day
2014 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველო Lizi-Pop-მა (ლიზა ჯაფარიძემ) წარადგინა.
ქართველმა კონკურსანტმა მალტაში საკონკურსო სიმღერა Happy Day შეასრულა. მასთან ერთად მაყურებელმა სცენაზე იხილა ოთხი მოცეკვავე გოგონა: ქეთი არბოლიშვილი, ნიტა ლომიძე, სოფო და დეა დაშნიანები.
საბავშვო ევროფესტივალის მონაწილე და მოცეკვავე გოგონები პირველი არხის საპროდიუსერო ჯგუფმა შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად შეარჩია.