JESC 2012

The FunKids , სიმღერით Funky Lemonade

2012 წლის საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის კასტინგის შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა სამი გოგონა და ერთი ბიჭი შეარჩია და ჯგუფში The FunKids გააერთიანა.

ქეთი სამხარაძე, 13 წლის. დაიბადა ქალაქ ბორჯომში. ის ანსამბლის „პატარა ქართველები” წევრია. 2010 წელს პროექტში „ანა-ბანა” პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ასევე, პირველი ადგილი მოიპოვა იტალიაში გამართულ საგუნდო მუსიკის ფესტივალში.
2011 წელს გოგი დოლიძის ფესტივალის ლაურეატის წოდება დაიმსახურა.
2011 წელს საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში მეორე ადგილი დაიმსახურა.
ნინი დაშნიანი, 11 წლის. დაიბადა ქალაქ ბრიუსელში. სწავლობს 52-ე საჯარო სკოლაში. ის მე-7 მუსიკალური სასწავლებლის წარმატებული სტიპენდიატია. მონაწილეობდა მიუზიკლში „ოლივერი”.
ლუკა ყარმაზანაშვილი, 12 წლის. ის მუსიკალურ კონკურსში „ვარსკვლავები 2008″ პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მონაწილეობდა პროექტში „ნიჭიერი”. ანიმაციურ ფილმში „სკუპი” მთავარ გმირს ახმოვანებს.
ელენე არაჩაშვილი, 10 წლის. სწავლობს დამოუკიდებელ საერო გიმნაზიაში „შავნაბადა” და „ბზიკებისტუდიოში”. უკრავს ფორტეპიანოზე.

 

ჯგუფმა The FunKids, სიმღერით “Funky Lemonade“ 2012 წლის საბავშვო ევროფესტივალზე მეორე ადგილი დაიმსახურა.