JESC 2011

ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music

 

რიგით მეცხრე საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Candy გახდა, საკონკურსო სიმღერით Candy Music.

ჯგუფის წევრები არიან: მარიამ ღვალაძე, ირა კოვანენკო, ირინა ხეჩანოვი, გვანცა სანებლიძე და ანა ხანჩალიანი.

2011 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ერევანში, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში ჩატარდა და მას სომხეთის მაუწყებელმა უმასპინძლა. საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის ფინალისტი 2011 წელს მეორედ გახდა. 2008 წელს კვიპროსზე გამარჯვება ჯგუფმა „ბზიკებმა” მოიპოვა.