JESC 2008
ჯგუფი „ბზიკები”, სიმღერით „ბზზ…”
ჯგუფის წევრები არიან გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი, მარიამ კიკუაშვილი. ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში ორი მარიამი და გიორგი ცალ-ცალკე მოვიდნენ, მაგრამ ჟიურიმ ისინი ერთ ჯგუფად გააერთიანა.
„ბზიკებმა“ შიდაშესარჩევი ტური თბილისში დიდი უპირატესობით მოიგეს.
„ბზიკების“ სიმღერამ „ბზზ…” თავისი ორიგინალურობით გაამართლა. 2008 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, ჯგუფმა გამარჯვება მოიპოვა.