JESC 2007

მარი რომელაშვილი, სიმღერით „ოდელია რანუნი”

 

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო. ქვეყანა მარიამ რომელაშვილმა, სიმღერით „ოდელია რანუნი” წარადგინა.

 

მარიამი შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებულია.

 

შიდაშესარჩევი კონკურსის მონაწილეები:
ოთიკო ანდრიაძე – „რია-რია”
ლინდა თურქოშვილი – „ჩემი ვარსკვლავი”
ილია ყარმაზანაშვილი – „საქმე და როკენროლი”
ანა ღიბრაძე – „გავფრინდები”
მარი ჯომარდიძე – „დედამიწა”
ტრიო ნინი, მარი, ქეთი – „ო, ქოუ”
ბექა ჩოხარაძე – „ტარამტამ”
ია ორჯონიკიძე – „პეპლების როკი”
შოთიკო ტატიშვილი – „ჩემი სიმღერა”
ანი სირაძე – „ფერადი სიზმარი”
ანეტი მიქელაძე – „გაიღიმეთ ყველამ”

 

მარიამ რომელაშვილი 1994 წლის 8 ივნისს გორში დაიბადა. მისი მშობლები სამაჩაბლოდან დევნილები (ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა) არიან. მარიამი გორის მე-2 საჯარო სკოლაში სწავლობს. 6 წლის ასაკში მღეროდა ანსამბლში „აი ია“. დაამთავრა თანამედროვე ცეკვების ოთხწლედი.
მარიამი მონაწილეობდა კონკურსებში: „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს”, „ხავერდოვანი ბათუმი”, “ოქროს დელფინი”, “ოქროს თევზი”, “მელოდია 2007”, “ჩემი ლამაზი ქვეყანა” და სხვ.