ზაჰიდ სარითორფაღი
ზაჰიდ  სარითორფაღი

ზაჰიდ სარითორფაღი აზერბაიჯანელი პროზაიკოსი და პოეტია. იგი ოთხმოციანთა ლიტერატურულ თაობას განეკუთვნება. მისი პროზაული ნაწარმოებები ღრმა ფსიქოლოგიზმითა და ცხოვრებისეული სიტუაციების მისტიკურ სიბრტყეზე გადატანითა და გააზრებით გამოირჩევა. მის სამწერლო სივრცეში რეალური და ირეალური ერთმანეთს ავსებს და ერთ მთლიანობად იქცევა. მწერლის მოთხრობები და რომანები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. ქართველ მკითხველს კი პირველად ხვდება.