თაკო წულაია
თაკო წულაია

თაკო წულაია – დაიბადა მარტვილში, 2002 წელს. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამაზე და მუშაობს ჟურნალ „არილში“. ბავშვობიდან მონაწილეობს საყმაწვილო ლიტერატურულ კონკურსებში, ბოლო წლებში – სტუდენტურშიც. მისი მოთხრობები და ლექსები დაბეჭდილია საკონკურსო კრებულებსა და პერიოდულ გამოცემებში („მწერლის გაზეთი“, „ლიტერატურული გაზეთი“, „ლიტერატურული საქართველო“).