ქარდა ქარდუხი
ქარდა ქარდუხი
ქარდა ქარდუხი (ფრიდონ ქარდავა) დაიბადა 1974 წელს, ქალაქ სოხუმში. 1996 წელს დაამთავრა თსუ-ის სოხუმის ფილიალი ისტორიის განხრით. 1992-1933 წწ მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, აფხაზეთში. ამჟამად ცხოვრობს ბათუმში;  ყავს მეუღლე – ქეთევან გიორგაძე და ვაჟი – ქუჯი. მისი პირველი ნოველა “აღელდი პონტო” გამოქვეყნდა გაზეთ “აჭარაში” 1994 წელს. 2001 წლიდან მისი მოთხრობები  იბეჭდებოდა ჟურნალებში: “მნათობი”,  “ცისკარი”, ”ლიტერატურული პალიტრა”,”ჭოროხი”,”ჩვენი მწერლობა»… 1994-1995 წწ გამოქვეყნებული ნაწარმოებებისათვის მიენიჭა ლევან გელაძის სახელობის პრემია. ცნობილი ამერიკელი პოეტის ედგარ ლი მ...

ქარდა ქარდუხი (ფრიდონ ქარდავა) დაიბადა 1974 წელს, ქალაქ სოხუმში.

1996 წელს დაამთავრა თსუ-ის სოხუმის ფილიალი ისტორიის განხრით.

1992-1933 წწ მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, აფხაზეთში.

ამჟამად ცხოვრობს ბათუმში;  ყავს მეუღლე – ქეთევან გიორგაძე და ვაჟი – ქუჯი.

მისი პირველი ნოველა “აღელდი პონტო” გამოქვეყნდა გაზეთ “აჭარაში” 1994 წელს.

2001 წლიდან მისი მოთხრობები  იბეჭდებოდა ჟურნალებში: “მნათობი”,  “ცისკარი”, ”ლიტერატურული პალიტრა”,”ჭოროხი”,”ჩვენი მწერლობა»…

1994-1995 წწ გამოქვეყნებული ნაწარმოებებისათვის მიენიჭა ლევან გელაძის სახელობის პრემია.

ცნობილი ამერიკელი პოეტის ედგარ ლი მასტერსის  ნაწარმოების  “სფუნ რივერის ანთოლოგიის” თარგმანისათვის მინიჭებული აქვს ჟურნალ “ომეგას” 2001 წლის პრემია.

მონაწილეობდა  გამომცემლობა ”ინტელექტის” პროექტში “ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი” ( უოლტ  უიტმენი, რადიარდ კიპლინგი).

2011წელს მისი რომანი „ძაფზე მოფარფატე სული“ დიბეჭდა ჟურნალში  „ჩვენი მწერლობა“ .

2015 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების კრებული „ბატიბუტის ჩურჩხელა“.

2020 წელს გამომცემლობა „პალიტრა L“ -ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში  „გახდი ბესთსელერის ავტორი“, მისი  რომანი „ჰერმესის დახლიდარები“ გახდა ხალხისა და ჟიურის ერთობლივი რჩეული და დაიბეჭდა წიგნად.

მეტი მაჩვენე ნაკლები