მარინა ბუზუკაშვილი
მარინა ბუზუკაშვილი
მარინა ბუზუკაშვილი დაიბადა თბილისში. სწავლობდა 71-ე სკოლაში, დაამთავრა დიმიტრი არაყიშვილის სახელობის პირველი მუსიკალური სასწავლებელი (საფორტეპიანო ფაკულტეტი). სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში (საფორტეპიანო და მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტები). შემდეგ ჩაირიცხა ლენინგრადის (ამჟამად სანკტ-პეტერბურგის) ნ. ჩერკასოვის სახელობის ხელოვნების უნივერსიტეტის ასპირანტურაში (სადისერტაციო შრომის ხელმძღვანელი -პაველ რომანოვი), საიდანაც პროფესიული პრაქტიკისთვის მიავლინეს საზღვარგარეთ – იმხანად ფედერაციული გერმანიის  ექვს ქალაქში (ფრანკფურტი, შტუტგარდტი, ფელბახი, ესლინგენი, გიოპინგ...

მარინა ბუზუკაშვილი დაიბადა თბილისში. სწავლობდა 71-ე სკოლაში, დაამთავრა დიმიტრი არაყიშვილის სახელობის პირველი მუსიკალური სასწავლებელი (საფორტეპიანო ფაკულტეტი). სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში (საფორტეპიანო და მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტები). შემდეგ ჩაირიცხა ლენინგრადის (ამჟამად სანკტ-პეტერბურგის) ნ. ჩერკასოვის სახელობის ხელოვნების უნივერსიტეტის ასპირანტურაში (სადისერტაციო შრომის ხელმძღვანელი -პაველ რომანოვი), საიდანაც პროფესიული პრაქტიკისთვის მიავლინეს საზღვარგარეთ – იმხანად ფედერაციული გერმანიის  ექვს ქალაქში (ფრანკფურტი, შტუტგარდტი, ფელბახი, ესლინგენი, გიოპინგენი, ვაიბლინგენი) და  უნგრეთის ხუთ ქალაქში. ამასთანავე, პროფესიული დაოსტატების მიზნით პრაქტიკას გადიოდა მოსკოვის, რიგის, ვილნუსის და კაუნასის შესაბამის რედაქციებში.

თბილისში მუშაობდა თეატრის, მუსიკის და კინოს მუზეუმის უფროსი მეცნიერ- თანამშრომლად; საქართველოს სახელმწიფო რადიოს ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციის პროგრამებში („სიჭაბუკე“, „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“).

მუშაობდა აგრეთვე ჟურნალ „თეატრი და ცხოვრება“-ს, გაზეთ „დრონი“-ს, ტელეკომპანია „კავკასია“-ს, გაზეთ „მშვიდობა ყოველთა“-ს რედაქციებში. ბოლო ხანს მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინ მედია-ჯგუფის რედაქტორად (პლატფორმა „რეტროსპექცია“).

მეტი მაჩვენე ნაკლები