მანანა მენაბდე
მანანა მენაბდე
1967 წელს ჩააბარა ჯერ თბილისის რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე – პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილი. მესამე კურსიდან მიდის თეატრალურიდან. 1967-71 წლებში სახელმწიფო ორკესტრ „რეროს“ წამყვანი სოლისტი ხდება. ორკესტრთან ერთად საბჭოთა კავშირისა და ევროპის ქვეყნები ქართული სიმღერით შემოიარა. 1971-75 წ.წ. ამთავრებს მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტს. 1972 წლიდან გიტარა ხდება მისი თანამგზავრი. იწყებს საკუთარი სიმღერების წერას. მისი მრავალფეროვანი და მრავალფენოვანი სამყარო გამუდმებით ეძებს და პოულობს ახალ-ახალ უბნებს. 197...

1967 წელს ჩააბარა ჯერ თბილისის რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე – პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილი. მესამე კურსიდან მიდის თეატრალურიდან.

1967-71 წლებში სახელმწიფო ორკესტრ „რეროს“ წამყვანი სოლისტი ხდება. ორკესტრთან ერთად საბჭოთა კავშირისა და ევროპის ქვეყნები ქართული სიმღერით შემოიარა.

1971-75 წ.წ. ამთავრებს მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტს.

1972 წლიდან გიტარა ხდება მისი თანამგზავრი. იწყებს საკუთარი სიმღერების წერას. მისი მრავალფეროვანი და მრავალფენოვანი სამყარო გამუდმებით ეძებს და პოულობს ახალ-ახალ უბნებს.

1976-1981წწ.-ში მუშაობს თბილისის საქართველოს რადიომაუწყებლობასა და ტელევიზიაში რეჟისორად „მუსიკალური რედაქციაში“.

1981 წელს ნახატების გამოფენას აწყობს მოსკოვში, კიევსა და თბილისში.

1981-86 წლებში ქმნის დასამახსოვრებელ სახეებს ქართულსა და რუსულ ფილმებში.

1991 წლიდან ცხოვრობს ბერლინში და ახალ ჟანრში, ლიტერატურაში ცდის თავის ნიჭს.

1992 წელს იწყებს ავტობიოგრაფიული წიგნის  „ფრენის დღე – ოთხშაბათი“ წერას.

1992-93 წლებში ენიშნება ჰაინრიხ ბიოლის ლიტერატურული სტიპენდია ავტოგრაფიული წიგნისთვის „ფრენის დღე – ოთხშაბათი“.

1995 წლიდან იწყებს იგავ-არაკების ციკლს „და დრო გადიოდა…“

1997-98 წწ.-ში გერმანული ჟურნალები „OSTRA GEHEGE“, „VIA REGIA“ და „ZEICHEN und WUNDER“ აქვეყნებენ ამონარიდებს იგავ-არაკების ციკლიდან „და დრო გადიოდა…“ ( გერმანული თარგმანი ჰანელორე უმბრაიტის)

2003 წელს პეტერბურგის გამომცემლობა „ASIA+“ გამოსცემს მანანა მენაბდეს იგავ-არაკების წიგნს „და დრო გადიოდა…“  რუსულ ენაზე (თარგმანი მანანა მენაბდესი)

1993-95 წლებში ენიშნება სტიპენდია პროზაული ციკლისთვის „არაფერი, ანუ სიყვარუკის ბარათები ქაღალდის ნაგლეჯებზე“ და რომანი „მყვინთავი“.

იგავ-არაკებს ბეჭდავენ დრეზდენის, ფრანკფურტისა და მაინის ცნობილი ჟურნალები;

1993 წლიდან მუსიკის გარდა ემსახურება კიდევ ორ მუზას – მხატვრობასა და ლიტერატურას. მონაწილეობს ევროპის საერთაშორისო მუსიკალურ და ლიტერატურულ ფესტივალებში, ატარებს პერსონალურ გამოფენებს, აწყობს პერფომენსებს.

1994-1998 წწ.-ში მუშაობს ჯგუფთან „ადიო“ და „შინ“ ფოლკლორული ჯაზის მიმართულებით.

2000 წლიდან იბეჭდება საქართველოს სხვადასხვა წამყვან ჟურნალ-გაზეთში, როგორიცაა მაგ: „არილი“, „განახლებული ივერია“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ახალი საუნჯე“ და სხვა…

2004 წელს სანკტ-პეტერბურგის გამომცემლობა „აზია+“ გამოსცემს მანან მენაბდეს იგავ-არაკების წიგნს „და დრო გადიოდა…“ რუსულ ენაზე (თარგმანი მანანა მენაბდესი);

2006-2016 წწ.-ში მანანა მენაბდე მუშაობს მოსკოვის დრამატულ თეატრში „პეტრე ფომენკოს სახელოსნო“ როგორც მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი.

2011 წელს მუსიკალური პროექტით „აქედანა“ (ფოლკლორული ჯაზი) ქართველ ჯაზის მუსიკოსებთან ერთად მართავს კონცერტს თბილისის „სამეფო უბნის თეატრში“;

2013 წელს აწყობს კონცეპტუალურ გამოფენას გალერეა „ნექტარში“.

2014 წელს გამომცემლობა „უსტარი“ ქართულ ენაზე უშვებს მანან მენაბდეს იგავ-არაკების წიგნს – „და დრო გადიოდა“

2015 წელს საქართველოს „ნაციონალური მუზეუმი“ (ქარვასლა) აწყობს მანანა მენაბდეს პერსონალურ ფოტო-გამოფენას „ილუზიები“.

ამავე წელს ატარებს საქველმოქმედო კონცერტს ლევკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საქართველოს „შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო  თეატრის“ სცენაზე;

2016 წელს მისი სტატია თბილისის შესახებ იბეჭდება ორენოვან ალმანახში „ამბავი თბილისზე“ (ავტორი ითავსებს თბილისის მეგზურის ფუნქციას და ქალაქის სტუმრებს ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებინებს, პარალელურად იხსენებს თავისი თბილისის ამბებს).

ამავე წელს ატარებს საქველმოქმედო კონცერტს უდედმამოდ დარჩენილი ბავშვებისათვის თბილისის „თუმანიშვილის სახელობის კინოსმსახიობთა თეატრში“.

2017 წელს საკუთარი იგავ-არაკების მიხედვით დგამს აბსურდულ სპექტაკლს „მართლა“ „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში“.

2017 წელს მართავს საკონცერტო ტურნეს გერმანიის სხვადასხვა ქალაქში: ბერლინი, ბოხუმი, შტუდგარდტი, ლაიპციგი, ჰამბურგი, მიუნხენი;

2018 წლის გაზაფხულზე „ცოცხალი წიგნების ფარგლებში“ ატარებს კონცერტს ქალაქ სტრაზბურგში მერიის სცენაზე;

2018 წელს მართავს საკონცერტო ტურნეს მოსკოვსა და პეტერბურგში;

2018 წლის ივნისში  „წიგნები ბათუმში“ გამოსცემს მანან მენაბდეს მიერ თარგმნილ რუსი აბსურდისტის – დანიილ ხარმსის პროზაულ ნაწარმოებებს „შენ ფანჯარაში დამინახავ“;

ამავე წლის ივლისში ტარდება მანანა მენაბდეს სოლო კონცერტი სატელევიზიო პროექტ „არტარიას“ ფარგლებში „თბილისური ეზო“;

ამავე წლის ივლისში მარჯანიშვილის თეატრში ატარებს საქველმოქმედო კონცერტს ლევკემიით დაავადებული ბავშვებისათვის;

2018 წლის ნოემბერში „ფრანკფურტის ბაზრობის ფარგლებში“ მიემგზავრება საკონცერტოდ: მიუნხენში, ლაიფციგსა და ბერლინში.

2019 წლის თებერვალში „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში მიემგზავრება სტამბულში, სადაც მართავს ასევე სოლო კონცერტებს და მონაწილეობას იღებს ლიტერატურულ საღამოებში;

2019 წლის ივნისში უცხოელ ჯაზის მუსიკოსებთან ერთად „კონსერვატორიის დიდ დარბაზში“ მართავს ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოს „შენ ფანჯარაში დამინახავ…“

2019 წლის მაის-ივნისის ჟურნალი „ახალი საუნჯე“ ბეჭდავს მანანა მენაბდეს მოთხრობას „ოცნება“.

 

 

 

მეტი მაჩვენე ნაკლები