მაკა ლდოკონენი
მაკა ლდოკონენი
მაკა ლდოკონენი (1970) – მწერალი, მხატვარი-ილუსტრატორი. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სრული კურსი ჟურნალისტიკის სპეციალობით; 2007 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) PR –სკოლა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალობით; 1992 წლიდან მუშაობს სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში. 2009 წელს გამოსცა სადებიუტო მოთხრობების კრებული “ქიშმიშიანი ამბები” (გამომცემლობა “დიოგენე”), რომელიც 2010 წელს ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის – “საბას” ლაურეატი გახდა. მიღ...

მაკა ლდოკონენი (1970) – მწერალი, მხატვარი-ილუსტრატორი.

1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სრული კურსი ჟურნალისტიკის სპეციალობით;
2007 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) PR –სკოლა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალობით;
1992 წლიდან მუშაობს სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში.
2009 წელს გამოსცა სადებიუტო მოთხრობების კრებული “ქიშმიშიანი ამბები” (გამომცემლობა “დიოგენე”), რომელიც 2010 წელს ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის – “საბას” ლაურეატი გახდა. მიღებული აქვს სხვა მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიებიც.

მაკა ლდოკონენის მოთხრობები ნათარგმნია ლიტვურ, გერმანულ, თურქულ და რუსულ ენებზე. არის თვითნასწავლი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, დასურათებული აქვს თანამედროვე ქართველი ავტორების პოეტური და პროზაული კრებულები, საბავშვო წიგნები.

მეტი მაჩვენე ნაკლები