ჯონ ჩივერი
ჯონ ჩივერი
ამერიკელი მწერალი ჯონ ჩივერი 1912 წლის 27 მაისს მასაჩუსეთში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მან წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო და ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, როცა გაზეთ Boston Herald– ის მიერ გამოცხადებულ მოთხრობების კონკურსში გაიმარჯვა. 1942 წელს მისი მოთხრობების პირველი კრებული გამოვიდა, რომელსაც კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოყვა. პირველისგან განსხვავებით, ჩივერის  მეორე კრებული საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა, ჯერომ სელინჯერის იმავე პერიოდში გამოქვეყნებული წიგნის ჩრდილქვეშ მოექცა. ჯონ ჩივერის ყველაზე დიდი პრობლემა – ალკოჰოლიზმი მის შემოქმედებასაც დაეტყო. 1969 წელს გამოცემულ...

ამერიკელი მწერალი ჯონ ჩივერი 1912 წლის 27 მაისს მასაჩუსეთში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მან წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო და ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, როცა გაზეთ Boston Herald– ის მიერ გამოცხადებულ მოთხრობების კონკურსში გაიმარჯვა. 1942 წელს მისი მოთხრობების პირველი კრებული გამოვიდა, რომელსაც კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოყვა. პირველისგან განსხვავებით, ჩივერის  მეორე კრებული საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა, ჯერომ სელინჯერის იმავე პერიოდში გამოქვეყნებული წიგნის ჩრდილქვეშ მოექცა.

ჯონ ჩივერის ყველაზე დიდი პრობლემა – ალკოჰოლიზმი მის შემოქმედებასაც დაეტყო. 1969 წელს გამოცემული რომანი კრიტიკოსებმა გააცამტვერეს. ჩივერმა ფსიქიარტიული მკურნალობის კურსი გაიარა და ალკოჰოლიზმთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ, საბოლოოდ უარი თქვა სასმელზე. 1977 წელს გამოქვეყნებული მისმა რომანმა კრიტიკოსთა საკმაოდ  მაღალი შეფასება დაიმსახურა, ხოლო 1978 წელს გამოცემულმა მოთხრობების კრებულმა ავტორს პულიცერის პრემია მოუტანა. ამას მოყვა ო’ჰენრის პრემია, ნაციონალური წიგნის ჯილდო, ამერიკის ნაციონალური მედალი ლიტერატურისთვის და სხვა   პრემიები თუ პრიზები.

ჯონ ჩივერი 1982 წლის 18 ივნისს გარდაიცვალა. მისი ნაწარმოებები შედის „ამერიკის ბიბლიოთეკის“ ჩამონათვალში.

მეტი მაჩვენე ნაკლები