არჩილ ქიქოძე
არჩილ ქიქოძე
არჩილ ქიქოძე დაიბადა 1972 წელს თბილისში. 1989 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1992 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ჯერ კინოსაოპერატორო, შემდეგ კი კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. არჩილ ქიქოძის მოთხრობები, ესეები, სტატიები და ფოტოები იბეჭდება ქართულ მედიასა და ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. არის ლიტერატურული პრემია „საბას“ მფლობელი ნომინაციაში – წლის საუკეთესო მოთხრობების კრებული, წიგნისათვის „ჩიტის და კაცის ამბავი“ (2014); ასევე, მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „გალა“ ნომი...

არჩილ ქიქოძე დაიბადა 1972 წელს თბილისში. 1989 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1992 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ჯერ კინოსაოპერატორო, შემდეგ კი კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს.

არჩილ ქიქოძის მოთხრობები, ესეები, სტატიები და ფოტოები იბეჭდება ქართულ მედიასა და ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.

არის ლიტერატურული პრემია „საბას“ მფლობელი ნომინაციაში – წლის საუკეთესო მოთხრობების კრებული, წიგნისათვის „ჩიტის და კაცის ამბავი“ (2014); ასევე, მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „გალა“ ნომინაციაში – წლის წიგნი, კრებულისთვის „მყუდრო“ (2009); ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ ნომინაციაში – წლის საუკეთესო რომანი, წიგნისათვის „სამხრეთული სპილო“ (2017) და სხვ.

მეტი მაჩვენე ნაკლები