ალვიდას შლეპიკასი
ალვიდას შლეპიკასი
ალვიდას შლეპიკასი ლიტველი პოეტი, პროზაიკოსი, მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტია. დაიბადა 1966 წლის 27 იანვარს ქალაქ მოლეტაიში (ვილნიუსის ჩრდილოეთით). 1988-1994 წლებში სწავლობდა ლიტვის მუსიკალურ აკადემიაში სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგაც ვილნიუსის მცირე თეატრში გაანაწილეს. თამაშობდა ლიტვის ნაციონალურ დრამატულ თეატრში, მუშაობდა ყოველკვირეული ლიტერატურული ჟურნალის („Literatūra ir menas“) რედაქტორად. ალვიდასი არაერთი მხატვრული ფილმის რეჟისორი თუ სცენარის ავტორია. აღსანიშნავია, რომ რაიმუნდას ბანიონისთან და მარინა კულუმბეგაშვილთან ერთად გადაიღო სერიალი „ღვინის გზა.“ პროე...

ალვიდას შლეპიკასი ლიტველი პოეტი, პროზაიკოსი, მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტია. დაიბადა 1966 წლის 27 იანვარს ქალაქ მოლეტაიში (ვილნიუსის ჩრდილოეთით). 1988-1994 წლებში სწავლობდა ლიტვის მუსიკალურ აკადემიაში სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგაც ვილნიუსის მცირე თეატრში გაანაწილეს. თამაშობდა ლიტვის ნაციონალურ დრამატულ თეატრში, მუშაობდა ყოველკვირეული ლიტერატურული ჟურნალის („Literatūra ir menas“) რედაქტორად. ალვიდასი არაერთი მხატვრული ფილმის რეჟისორი თუ სცენარის ავტორია. აღსანიშნავია, რომ რაიმუნდას ბანიონისთან და მარინა კულუმბეგაშვილთან ერთად გადაიღო სერიალი „ღვინის გზა.“ პროექტი ლიტვურ-ქართულ ურთიერთობებს ეძღვნებოდა და მისი მიზანი თავისუფლებისათვის მებრძოლი ორი ქვეყნის ისტორიის წარმოჩენა გახლდათ (სცენარის ავტორი საქართველოს მხრიდან აკა მორჩლაძე იყო).

ალვიდას შლეპიკასმა ლიტერატურული მოღვაწეობა 1994 წელს ლექსების გამოქვეყნებით დაიწყო. 1997 და 2003 წლებში დაიბეჭდა მისი პირველი პოეტური კრებულები, 2005 წელს კი პირველი სქელტანიანი რომანი – „წვიმის ღმერთი.“ სერიოზული ლიტერატურული წარმატება მოუტანა წიგნმა „მე მქვია მარიტე,“ რომელიც 2012 წელს საუკეთესო რომანად დასახელდა ლიტვაში. „მე მქვია მარიტე“ მეორე მსოფლიო ომის დროს ლიტვაში უპატრონოდ დარჩენილი გერმანელი ბავშვების ბედზე მოგვითხრობს. მათგან ზოგიერთს გაუმართლა და მზრუნველ ოჯახში მოხვდა. ზოგიერთს კი მძიმე ცხოვრება ხვდა წილად: მოწყალების სათხოვნელად ქუჩაში მოუწიათ ხეტიალი, პროსტიტუციას მიჰყვეს ხელი ან ძალადობის მსხვერპლად იქცნენ. ასეთ ბავშვებს ლიტვაში „მგლის შვილებს“ უწოდებდნენ.

ჟურნალ „ელექტროლიტის“ მკითხველს ვთავაზობთ დანიუსის შესახებ დაწერილ სამ მოთხრობას. ვინ არის დანიუსი? ვერ გეტყვით, რომ ჩვეულებრივი გმირია, მისი არაორდინალურობა თავად უნდა ამოხსნათ ავტორის სადა და მარტივი მონათხრობის მიღმა. ფრაგმენტები მისი ცხოვრებიდან (გამოსაშვები საღამოდან „სამაგონის“ გამოხდის რიტუალამდე) ცხადისა და წარმოსახვითის ორიგინალური ნაზავია. სად გაავლებთ მათ შორის ზღვარს – ეს თქვენი გადასაწყვეტია.

 

                                                                                  მთარგმნელისაგან

მეტი მაჩვენე ნაკლები