აფაგ მესუდი
აფაგ მესუდი
აფაგ მესუდი (1957) – აზერბაიჯანელი მწერალი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. რუსეთის მეცნიერებისა და ხელოვნების პეტრეს აკადემიის (პანი) ნამდვილი წევრი. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული თარგმანის ცენტრის დირექტორი. დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. არის მრავალი მოთხრობის, რომანის, ესეისტური წერილისა და პიესის ავტორი. ასევე გამოცემული აქვს თხუზულებების ორტომეული. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. გარდა ფრიად წარმატებული ორიგინალური შემოქმედებისა, ეწევა ინტენსიურ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. თარგმნის როგორც დასავლურ, ასევე აღმოსავ...

აფაგ მესუდი (1957) – აზერბაიჯანელი მწერალი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. რუსეთის მეცნიერებისა და ხელოვნების პეტრეს აკადემიის (პანი) ნამდვილი წევრი. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული თარგმანის ცენტრის დირექტორი. დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. არის მრავალი მოთხრობის, რომანის, ესეისტური წერილისა და პიესის ავტორი. ასევე გამოცემული აქვს თხუზულებების ორტომეული. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

გარდა ფრიად წარმატებული ორიგინალური შემოქმედებისა, ეწევა ინტენსიურ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. თარგმნის როგორც დასავლურ, ასევე აღმოსავლურ ლიტერატურას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სუფიური ლიტერატურის მისეული თარგმანები. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე სატელევიზიო ფილმი. დადგმულია მწერლის არაერთი პიესა.

თეატრალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის აგაფ მასუდი რამდენჯერმე დაჯილდოვდა თურქსოის მედლებით. 2015 წელს გაიმარჯვა „საერთაშორისო სასცენო ნაწარმოებების კონკურსში“, რომელიც თურქეთის კულტურის სამინისტრომ, თურქსოისა და მწერალთა ევრაზიურმა კავშირმა დააწესა.

მეტი მაჩვენე ნაკლები