– შეიძლება ვდიდდებოდე.

 

– რა ?

 

– ვიზრდებოდე.

 

– არ მესმის.

 

– ვმსხვილდებოდე.

 

– აჰ, ჩემ დანახვაზე?

 

– და ვეძებდე შესანგრევ ადგილს

 

– და ?

 

– და მპოულობდნენ,

 

– გპოულობდნენ?

 

– და ვანგრევდე და ვღმუოდე,

 

– არსებობენ სხვა ქალები შენს ცხოვრებაში ჩემო ბიჭო?

 

– და ვკბენდე კისერს,

 

– ოჰ, როგორი მასკულინური ყოფილხარ.

 

– უნდა ითქვას, პატარამკერდიანები ჩემი ბედია,

 

– მეწყინა, მაგრამ მერე რა. პირველი პატარამკერდიანი ალბათ მე მნახე.

 

– ნგრევა ნგრევად,

 

– ჰო, მერე?

 

– და გაოფლილ მუცელს სახით მიკრული,

 

– ვისი მუცელი გააოფლიანე? ვისთან დაგჭირდა ამდენი დრო?

 

– და გატრუნული ველოდები თავზე ხელის გადასმას,

 

– და ის ხელი ჩემი არაა.

 

– ჩვენი კარგი ბიჭი

 

– ნუ აქებთ, მერე ისევ ჩემთან ბრუნდება.

 

– მარცხს და ტრიუმფს თანაბარი ძალით რომ ეტრფის,

 

– უფრო მარცხს.

 

– მოსაფერებლად მორკალული ჩვენი ბიჭი,

 

– ნეტავ “ყავის სახლშიც” არ შეგხებოდი. ერთ ამბავს აწევ.

 

– დაე იძლეოდეს მუდამ იმას,

 

– რაც არ სჭირდებათ.

 

– რაც არ სჭირდებათ.

 

მარიამი დაბადების დღემდე გაფრინდა და როცა უკან დაბრუნების დრო დადგებოდა, წამსვლელთა სიაში უკვე მე და დათო ვიქნებოდით. გამოდის რამდენიმე თვე, შეიძლება ნახევარი წელიც ვერ მენახა და უფრო დიდი დაშორებებიც მახსოვს, სანამ შემთხვევითობა გაფუჭებული ვიბრატორივით ისევ არ ამუშავდებოდა და რამდენჯერმე საქვეყნოდ არ ამაკვნესებდა.

 

 

 

 

 

 

1 2