მისი იდენტობის შესხებ ბევრი ვერსია არსებობს. ჯერ კიდევ 2008 წელს ამტკიცებდნენ, რომ ბანკსი სინამდვილეში ბრისტონელი არტისტი რობინ გუნინჰამია. მაგრამ ეს მტკიცება ვარაუდად დარჩა. შემდეგ, 2015 წელს ჟურნაისტი კრეგ ვილიამსი ამტკიცებდა, რომ ბანკსი სხვა არავინ არის, თუ არა ცნობილი როკ ბენდის “ მასივ ატაკის” ლიდერი რობერტ დე ნაჯა. იმავე წელს ქუინ მარის უნივერსიტეტისმიერ შემუსავებულიმეთოდით კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელშიც კვლავ რობერტ გუნინჰამის გვარი ამოტივტივდა, თუმცა ბანკსიმ ერთ თვეში უარყო კვლევის შედეგები. გუგინჰამის ვერსია სულ ახლახანს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური…, მაგრამ დანამდვილებით დღემდე რავინ იცის ვინ არის სინამდვილეში ბანკსი, ქალი, მამაკაცი, თუ კოლექტივი? ზოგი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ბანკსი და ტერი გეტა ერტი დაიგივე პირვნებააო. ერტად ერთი რაც დანამდვილებით სეიზლება ითქას, მისი ნამუშევრების და პერფომანსების მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, თანამედროვე არტ სამყაროს ეს ერთგვარი გრაფი მონტე კრისტო, ნამდვილად არ არის ღარიბი კაცი.

– არ ვიცი რა არის ტიერის წარმატების მიეზი? – ამბობს ბანკსი ფილმის ფინალში – შეიძლება ის დაბადებით გენიოსია? შეიძლება არტი საერთოდ მხოლოდ ხუმრობაა? ტიერი არ იცავს წესებს, ის ყველა არტისტულ ეტაპს გადაახტა. მაგრამ მე წესები ფეხებზე მკიდია, პატივს ვცემ ხალხს ვინც მათ არ იცავს.
ტერი გეტას, მისტერ ბრენვოშის ამბავი ჩვენი დროის არტ – გმირის მთავარი ამბავია, ბანქსის თავიდან ფილმისთვის სურდა დაერქმია “როგორ მივყიდოთ იქსი იგრეკს” თუმცა საბოლოოდ მაინც შეჩერდა “ გასასვლელი სათამაშოების მაღაზიიდან”. მშვენიერი სათაურია. მაგრამ პირველი მაინც დასანანია. რადგან ზუსტად ასახავს თანამედროვე ხელოვნების სამყაროს ცინიზმს, რომლის მთავარი ფიგურანტი თავად ავტორია. ( ბანკსის მიერვე დაარსებული კინოკომპანიის “ პარანოიდ ფიქჩერსის” დოკუმენტური ფილმი “ გასასვლელი საჩუქრების მაღაზიიდან” 2011 წლის ოსკარის და სანდერსის გამარჯვებულია).

ამ ცინიზმის საილუსტრაციოდ დღემდე ყველასთვის უცნობი ნიუ იორკელი ქართველი არტისტის დავით დათუნას “არტ ცელქობაც” საკმარისია, რომელმაც სულ ახლახანს მიამიში, არტ ბაზელის გამოფენაზე ფრანგი გალერისტის, ემანუელ პაროტინის მიერ გამოფენილი იტალიელი არტისტის, მორიციო კატელანის ნამუშევარი – სკოჩით მიკრული ბანანი გადასანსლა დაბნეული პუბლიკის თვალწინ.
რაც მთავარია, ბანანი უკვე გაყიდული იყო 120 ათას დოლარად, მისი მყიდველი, ნიუ იორკ თაიმსის მიხედვით პარიზელი ქალბატონი სარა ანდელმანი, მაღაზიათა ქსელის, “კოლეტის” დამაარსებელი და პატრონი გაქხლდათ, რომელმაც სწორედ გამოფენის გახსნის დღეს გალერეი მეზობლად მეზობლად, მაიამის ყველაზე პრესტიჟულ და ელეგანტურ უბანში დესინგ დისტრითში ეგრეთწოდებული pop up store (ეფემერული მაღაზიათა სისტემა, რომელიც მოკლე მხოლოდ დროებით ფუნქიონირებს) გახსნა, შესაფერისი სხელით Hello Miami. როგორც ჩანს ბუტიკის მეპატრონე ქალბატონს გალერეის მეპატრონესთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს. ‘ნამუშევარი – მისკოჩილი ბანანი, რომელსაც სახელად “მსახიობი” ჰქვია, სულ ხუთი ეგზემპლარად არსებობს. ორი მაშინვე იყიდა ორმა მაიამელმა კოექციონერმა, დარჩენილი ბანანები კი მუზეუმებს შესთავაზეს. ერთი როგორც ვიცით დათუნამ მიირთვა. სავარაუდოდ სწორედ რაღაც ამდაგვარს გულისხმობს ბანკსი, როდესაც ამბობს, რომ ხელოვნება შესძლოა მხოლოდ ხუმრობაა და სხვა არაფერი. უფრო ადრე პიკასოც ამბობდა რომ ხელოვნება ტყუილია, გასულ გაზაფხულს 1 არხის დოსიეში ჩვენ ვნახეთ ორსონ უელსის დოკუმენტური შედევრი “F For Fake, ტყუილი და მართალი” სადაც ის იმეორებს პიკასოს ციტატას; მხოლოდ ამატებს: “ხელოვნება ტყუილია, რომელიც გვეხმარება ჩავწვდეთ სიმართლეს”. თანამედროვე ხელოვნება ხშირ შემთხვევაში მართლაც ბავშვურ ოინბაზობას წააგავს, მხოლოდ ძვირადღირებულს. ხშირად იმდენად ძვირადღირებულს, რომ შესაძლოა ეჭვიც კი შეგეპაროს, ღირს თუ არა ამ ტყუილის დახმარებით აღმოჩენილი სიმართლე ამ კოლოსალურ თანხადდა საერთოდ, საჭიროა თუ არა სიმართლე, რომელიც ასი ათასობით, მილიონებით დოლარის გარეშეც მარტივ სიმართლედ რჩება?

დავით დათუნას “ვანდალურ” პერფომანსის შემდეგ, რომელსაც მან “მშიერი არტისტი დაარქვა” გამოფენის კურატორმა განაცხადა, რომ დავით დათუნამ არა არტ ობიექტი, არამედ იდეა გაანადგურა! უნდა ითქვას, რომ ქართველი “მშიერი” არტისტის პერფომანსი კიდევ უფრო ხმაურიანი აღმოჩნდა ვიდრე თავად ცნობილი პროვოკატორის მაურიციო კატელანისა. რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოში არ დარჩენილა მედია საშუალება ეს ამბავი ტოპ ნიუსად რომ არ გაეშუქებინა, როგორ ბედი ირონიადაც არ უნდა გვეჩვეოს, დათუნამ თავისი “მამხილებელი” პერფომანსით უნებლიედ კოლეტის ბუტიკის Hello Miami ს მარკეტინგულ წარმატებაში სრულიად უფასოდ კიდევ უფრო მეტი ინვესტირება მოახდინა ვიდრე თავად კატელანმა. მეტიც, შესაძლოა ავტორმაც და მადამ სარა ანდელმანმა შვებითაც ამოისუნთქეს – მოგეხსენებათ, ბანანს თავისი ცხოვრება აქვს. ნებისმიერ მდგომარეობაში: ხეზე, ხილის გობში, თუ კედელზე მისკოჩილი მწიფების პროცესს განაგრძობს, ნელ ნელა შავდება, ბოლოს კვდება და დეკომპოზიციას იწყებს. რამდენიმე დღეში ის მაინც განადგურდებოდა, ან მისი კონსერვაცია მოუწევდათ, რაც ორიგინალობას დაუკარგავდა ნამუშევარს. სხვათაშორის კატელანისათვის, სულაც არ არის უცხო გამოფენილი ნამუშევრების დაკარგვა და განადგურება: გასულ 14 სექტემბერს, ინგლისის სამხრეთში, ბლენჰეიმის სასახლეში სოლომონ გუგენჰეიმის მუზეუმიდან გმოფენისათვის ნათხოვარი კატელანის 18 კარატიანი მასიური ოქროს უნიტაზი მოიპარეს. რომელიც 2016 წლის მაისში ნიუ იორკის კრისტის აუქციონზე 15 მილიონ ევროდ გაიყიდა. უნიტაზი მოპარვამდე ათასობით მნახველმა მიხმრა მისი პირდაპირი დანიშნულებით. ამ ნამუშევარს “ამერიკა” ქვია და მაურიციო კატალანმა ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიუძღვნა.

ასეა, სამოციან წლებში კოლექციონერებისა და გალერისტების მიერ  გარყვნილი ხელოვნება, რომლის პათეტიკურ მარადიულობაში ყველა დარწმუნებული იყო, სანამ ენდი უორჰოლმა თავისი კონსერვის ქილებთ თვალი არ აუხილა მგრძნობიარე კაცობრიობას, ალბათ მართლაც ხუმრობაა, როგორც ბანკსი ამბობს… ყოველ შემთხვევაში ჩვენს ცინიკურ, ან უკეთეს შემთხვევაში ირონიულ ეპოქაში მაინც.

 

 

1 2 3