ნინის

 

საკურთხეველი მისი

ძღვენით დამძიმებული

სისხლით დასვრილი

სიტყვით სულდგმული, შეირყა.

 

ჩვენ, შვილობილი ჯვარცმულები აღარ ვუყვარვართ!

რადგან წყლად ვაქცევთ იმათ ღვინოს, იმათ მუსაიფს.

 

შენ ლეღვის ხე ხარ- დაწყევლილი, ბერწი, უნაყოფო.

 

 

მე – ორმოცი დღე უდაბნოში, ფიქრის მორევი.

ორივეს, ორივეს უარგვყოფენ

ანუ ნეტარ ვართ ორივე.

 

 

მესამე დღეა, აკლდამაში ჩვენი გვამები

სიზმრებს ხედავენ ერთმანეთის, კლდეებს უსმენენ

და ყოველ ჯერზე , გულისხმობენ ჩვენი ლურსმნები

, რომ ვერასოდეს, ვერასოდეს დაგვამგვანებენ

საკუთარ შვილებს, ცეცხლს რომ მისცეს ჩვენი წიგნები.

საკუთარ შვილებს, მონებს, ახვრებს, ძუნწებს,

ნაძირლებს-  რომლებმაც  ჩვენი სამოსელი გაინაწილეს.

 

 

შენ დღესვე, დღესვე ჩემთან იქნები!.

 

 

 

 

1 2 3