ენტონი პერკინსი მთავარ როლში ახერხებს და ჰიჩკოკის „ფსიქოს“ შემდეგ მანიაკალური ჰაბიტუსის მქონე ტაილერ ბეითსიდან ნერვოზებით სავსე, გულუბრყვილო გამომეტყველების, მორჩილ იოზეფ ქეიდ გარდაიქმნება. აქვე იხილავთ რომი შნაიდერის მაცდურ მომხიბვლელობას, რომელიც სისტემისადმი მიმზიდველობის საილუსტრაციოდ იდეალურ სახეს ქმნის, ჟანა მოროს, რომელიც მთავარი გმირის სექსუალური ფრუსტრაციების გამომჟღავნებაში ეხმარება სიუჟეტს და თავად ორსონ უელსს, რომელიც ქრონომეტრაჟის შუაში ბრწყინავლე პოსტ მოდერნული ნარატივის დეტალს შემოიტანს და  მისი როლი მოსმართლის მანტიაში იდეურად ძლიერ რეზონანსული გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღებიდან 59 წელი გავიდა, დღეს არსებული გლობალური პოლიტიკის ფარგლებში მისი ნახვა და გაანალიზება კიდევ უფრო საინტერესო და ალბათ უფრო მეტიც, აუცილებელიც კია. როგორც ფილმის პირველივე წუთებზე, ორსონ უელსი თავადგამცნობთ (და ალბათ ეს მისი სურათის საუკეთესო ვერბალური აღწერაა), „პროცესი“, ესაა  სიზმრის ლოგიკით გათამაშებული სურათი, რომელიც კოშმარული ბუნების გახლავთ. გირჩევთ აუცილებლა შეაბიჯოთ კაფკას და უელსის ზმანებების ამ საოცარ კოლაბორაციაში.

 

 

 

 

 

 

 

1 2 3