ჩემი ბოჰემა

 

მე, გამორღვეულ ჯიბეებში მუჭებჩარგული,

მივაბიჯებდი. შესაშური მემოსა მანტოც.

მივდიოდი და მუზავ, შენზე ვფიქრობდი მარტო!

ო!  რა საოცარ სიყვარულით მიძგერდა გული!

 

გზად, ერთადერთი, გახეული შარვლის ამარა,

მე, მეოცნებე ცეროდენა, ვიყავ გართული

რითმვით. “დიდ დათვზე” მომელოდა ბინა-ფარდული

და მოშრიალე ვარსკვლავების მეკრა კამარა.

 

საღამოობით, სექტემბერში, გზის პირას მჯდარი,

მე მათ ვუსმენდი, როცა, მძლავრი ბახუსის დარი,

მეამებოდა შუბლზე ცვარი – ჩემი დობილი;

 

როცა რითმვისას, მეხვეოდა ჩრდილთა ფანტასმა

და ჩემს გაცვეთილ ფეხსაცმელზე ვჭიმავდი თასმას,

ვით ქნარზე – სიმებს, ცალი მუხლით გულს მიყრდნობილი!

 

 

1 2 3 4