როდესაც

 

როდესაც თანმიმდევრულად და მწყობრად ჩაგეზარდა დანიშნულების ადგილამდე მიღწევის შეუძლებლობა სოკოს ბაქტერიით გაჯიუტებული ფრჩხილივით;

როდესაც ცხოვრებისგან კინწისკვრით გაგდებულს დაემსგავსა საუბარს ვერმორგებული შენი სათქმელი;

როდესაც შეუმჩნეველი თავბრუსხვევა თავშეკავებული ღიმილით შემოგეძარცვა და თავის დახრა ვიღაცის ხმალთან დახვედრამ გაგაბედინა;

როდესაც ლექსების წერით შიშებს შორის ომი დააზავე

და უკვდავების ყვავილის ბოლქვი იმ ქოთანში ჩარგე, მდედრი ოჩოკოჩის რძით ამოზელილი თიხით რომ ამოიყვანე და ქოთანი ცინიკური მინერალებით გაჟღენთილი მიწით ამოპირე – ყვავილმა დავიწყების უხილავი კვირტი გამოაჩინა, მიწამ ნესტიანი გმინვა ამოუშვა და ნაპრალები აახამხამა.

ამ ოღრო-ჩოღრო გზებზე ფეხაკრეფით მიმავალთან რა გესაქმება,

თუ ვერ შეძელი საკუთარი თავის მოგერიება…

 

 

 

1 2 3 4 5 6