უძილობა

 

სადღაც გამექცა ძილის სადავე,

ქარი… ვარსკვლავი… წვიმა… სანათი,

ტვინში ვირთხები ფერხულს მართავენ,

მიყურებს მთვარე და ძლივს ანათებს.

და არამარტო ძილი, არამედ

გამექცა ტანჯვაც, კვნესაც, ღვიძილიც,

მდურვა… დაღვრემა… წვიმა… კარავი….

ძრწოლა… წამება… წყენა… სიცილი.

ასე ვარსებობ: „ყველგან და არსად“,

მარტო წვიმაა და „სხვა არავინ“.

და აღარც მთვარე მიყურებს თარსად,

რომ გამინათოს ყოფნა-კარავი.

 

 

 

 

1 2 3 4 5