****    ****    ****

მოახლოვდება ეს საღამო, ჰო, ეს საღამოც
აელვარდება. გავიხსენებ ადამიანებს –
ცხოვრების შიგნით მცირე დროით რომ დაახანეს,
ანუ ცხოვრება ღრუბლებივით გადაიარეს.

გავიხსენებ ადამიანებს…   და ამ საღამოს
სინათლეები დაიპყრობენ ჩამქრალ თრიალეთს,
მათ მცირე დროით აქ დაახანეს,
ანუ ცხოვრება ღრუბლებივით გადაიარეს…

            

*   *   *

უკვე გიპოვნეს. წყალში რადგანაც

ლივლივებს შენიჭრელი პერანგი,

გაკვირვებისგან წყალიც დამდგარა…

ადამიანი არის ვერაგი.

თავზე დაგყურებს წყნარი თავანი,

რადგან კაცისკვლა არის ძირძველი…

და რახანია მოხდა მთავარი,

და გაიკრიფნენ შინ ნაძირლები.

და რახან ი ხიდქვეშ ნაგვემი

დააგდეს შენი ტანი, მკლავები,

და დაგყურებდნენ ამხანაგები–

უაზრო ღამე და ვარსკვლავები.

ნაშუაღამევს პირქუშ ხეობას

ღამის ფრინველმა თუ შეუძახა,

წყვდიადი მჭიდროდ შემოგხვეოდა,

და მოგყვებოდა გვერდით უმძრახად.

რახანია რაც დაგაგდეს თაღქვეშ,

და მათი ბნელი ხვედრი–კაცისკვლა

შეერთომღვრიე მდინარის ტალღებს

და წყალს გადაჰყვა უკვე ნაცისკრალს.

შენ უკვე სხვაგან გადახვეწილხარ,

შინ აღარავის აღარ ეგულვი,

რადგან ადამის მოდგმას ეწილე,

სამყაროში ხარ გადაგდებული.

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10