2.

ბუზის ბზუილი.

  • ჯიუტია. ორჯერ ავუქნიე ხელი და არ მიდის. ესეც გადამეკიდა… ყველა მე მერჩის.  იქაც და აქაც ( იცინის) მგონი, შევიშალე, ჰა?  არა, არა.  ახლა ჭრილობებზე  ნაკერის ახლეჩვის დრო არ არის. უნდა წავიდე, ჩავიდე…………………………………………………………….. მე მათ ვჭირდები, ჩემებს…………………………………..  ამ ილუზიით მაინც ჩავალ……. ჰო, ამ ილუზიით.

პაუზა.

 ( ღიღინით) გულო ჩადექ საგულესა, გულო ჩადექ საგულესა, გულო ჩადექ საგულესა……………………………………………………………………………………………………….   საწყალი დედაჩემი გამახსენდა. რა უცნაურია.  მოსკოვის აეროპორტში  გასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავში ასასვლელად იცდიდე და უცებ დედა გაგახსენდეს…

(დუმილი)……………………………………………………………  10 წლის ვიქნებოდი. მამაჩემი ხან სად  მსახურობდა, ხან სად……………………  დედა  ბაღს უვლიდა,.  ზაფხულობით მეზობლის ვაშლის ხეზე ვძვრებოდით, ბიჭები. კოჭლი კაცი იყო, ბრაზიანი.  ყვირილისგან  კისერზე ძარღვები ებერებოდა.  მისი აჭარხლებული სახის დანახვაზე ხიდან ვხტებოდით და ვაშლებს  სახლისკენ მივარბენინებდით. არ იყო გულბოროტი…………………………….. გვზოგავდა………….  ერთხელ,   ტოტს  ფეხებით ჩავებღაუჭე და ორივე ხელით  შევანჯღრიე ხე. იქვე  ბიჭები მელოდებოდნენ. როგორც კი  გაუკრეჭავი მინდორი მწვანე ვაშლებით გაივსო,  მაშინვე დაიტაცეს და გაიქცნენ. ბნელოდა………………………..   სად გარბიხართ, დამელოდეთ- მეთქი- გავძახე………………………..  (პაუზა)  არ მოუხედავთ………………………      უბე ვაშლებით გავივსე და  ძირს ჩამოვბობღდი. ის იყო,  ღობისკენ შებრუნება დავაპირე, მხარზე ვიღაცის ხელი  ვიგრძენი……………………   ამაკანკალა. ვიცოდი, ვინც იქნებოდა…………………………….  არ შევბრუნებულვარ. ხმამ მითხრა:  ეგენი კაი ჩათლახები არიან, ხო ხედავ, აგათრიეს და შეგატოვეს ხეს მარტო.  იცოდე, ვისთან იმეგობრო და ვისთან არა.  (პაუზა) ვაშლი არ მენანება,  შეგერგოს…………………. გატრიალდა და წავიდა…………………………………………………………..

აი,  წუთი წუთზე   ჩასხდომა დაიწყება………………………………   დავხედო,რომელია?  ოოო, დრო კიდევ მაქვს. დრო… დრო…  რა არის დრო?  დროის ძიებაში… დაკარგული დროის ძიებაში. პრუსტმა იპოვა დაკარგული დრო… მე?  ჩვეენ?………………………… კაცმა რომ თქვას, მისთვის ადამიანი აღზრდის სუბიექტი როდია, ის განვითარების სუბიექტია,რომელიც საკუთარი რისკის ფასად შინაგანი აქტივებისთვისაა განწირული. დიახ, განწირული…………………………… და  იქ რა დამხვდება?? ა?  რას ველი იქ ჩასვლით? პროგრესს? სასაცილოა………………………………………  თბილისი და პრინციპში მთელი ქვეყანა,  ველური ნაციონალიზმით დაავადებული  ფსიქოპათების ხელშია………………………………………….  პატრიოტიზმი კი რეალურად არ გამორიცხავს რაციოს,  გონებით ჭვრეტას, იმდენად, რამდენადაც   განცდებისა და დამოკიდებულებების ნებისმიერი ფორმა თავის თავში გულისხმობს ცოდნას… ანუ მე ვიცი,რა მიყვარს ან ვინ მიყვარს.  ვიცი ვინ მძულს ან რატომ მძულს……………………………………..  იქ კი……………………………….. იქ კი………………………….

( ჩახველების ხმა)

პირი მიშრება………….. მოითმინე, ახვალ და დალევ წყალს……………… შენ მე ასეთი  არ მახსოვხარ. რა გჭირს მართლა და მართლა? გგონია, ხელახლა იბადები? რატომ?……………………….    მე რომ სოციალური პრივილეგიების ან სტატუსების  კაცი ვიყო, დავრჩებოდი საფრანგეთში მაცდუნებელი  შემოთავაზების რეალიზაციისთვის, მაგრამ არ მინდა…………………  მე იქ მინდა, ნევროზების ეპიცენტრში. ევროპას არა აქვს რეფლექსიის პრობლემა.  აი, იქ კი, ჩემთან,  რეფლექსიის  უნარი    მოჩლუნგებული აქვთ…………………………………………..  ადრეც ვამბობდი,  ადამიანი ის ქმნილებაა, რომელიც მუდამ საკუთარი  თავის შექმნის მდგომარეობაშია და მთელი ისტორია ეს არის ადამიანად გახდომის მცდელობის ისტორია………………  ჰო,  ეს უნდა შეიგნონ იქ. ადამიანი არ არსებობს. იგი იქმნება. უნდა დაიმსახურო ადამიანად ქცევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნები მონა ან  ცნობიერებადაავადებული  სუბიექტი,რომელსაც უყვარს სამშობლოს სიყვარული და რომლ…  (წყდება. პაუზა)……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….დიახ, გისმენთ…………… ვეუბნები………. ორნი არიან,  შაოსანი ქალები. ჩემი ქვეყნიდან.  ერთი უფრო მაღალია და მობღვერილი……………………………………………  რა უნდათ? ………………   მე მათი მეშინია………………………… მე ამ მზერის მეშინია…………………………. ეს იმ ეგზალტაციის ნაპერწკალია. კი. კი………….. ადვილად ვცნობ………………………………………………………………………………………………………………………………რა გნებავთ?  მაღალი მეუბნება:  მამარდაშვილ რექო სი, სი დიხაშ ენადვალარ სი!  ………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………. უნდა დავრჩენილიყავი………………………………..  უნდა დავრჩენილიყავი……………………………………………….   არ უნდა წამოვსულიყავი………… არა…………………………………….. ყველგან მიპოვიან…………………………….. ამათ ვერ დაემალები………………………………….. აქ მიპოვეს და იქ რას იზამენ?  თან თავის გადარეულ ლიდერთან ერთად!…………………………………………………………………………………………..რა დავუშავე?   შემიძულეს, მთელ ქვეყანას ვძულვარ………. ჩემებს? საწყალი ჩემები………………………………………………………………………….  რატომ არ მიდიან?

რა გნებავთ?(პაუზა)  კი, მე ვთქვი.  რატომ უნდა ვინანო?………………………………………………………………………………..    ადამიანი არ არსებობს. იგი იქმნება. ადამიანი არ არსებობს იგი იქმნება. იგი იქმნება. იქმნება. იგი იქმნება. ადამიანი არ არსებობს. იგი იქმნება……………………………..(პაუზა) მოღალატე!!!……………………  მე მგულისხმობენ?…………………………………………………….   კი მაგრამ ვის ან რას ვუღალატე?…………………………………………   რას ვუღალატე,ქალბატონო?– ვეკითხები  მაღალს აი, იმას, რომელიც  მეგრულად მწყევლის: სკან მახორობაქ ეჭყორდ! სკან მახორობაქ ეჭყორდ!………………………………………………………………………………… აღარ შემიძლია……………………. დამანებეთ თავი, შემეშვით!!!………………………………………………….. მემუქრებიან. წასვლისას   სახეში მაფურთხებენ და მიდიან………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………..  მგონი ჩასხდომა იწყება. რაღაც ხმებია……………..  რატომ დავუძლურდი?  სხეულს ვერ ვიმორჩილებ, დავმძიმდი………………. არა………………………….. გული……….……( წუხილის მაგვარი ხმა) რატომ მგონია,რომ ყველაფერი ახლა იწყება?…………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….. ცნობიერება ჩაქრა.

BLACK OUT

                                                                                                   დასასრული

 

 

1 2