ზაირა არსენიშვილი მკითხველთა ფართო აუდიტორიამ 2019 წელს გაიცნო, როცა მისი საოცარი რომანი „ვა, სოფელო“ მეორედ გამოიცა. მეორედ, მაგრამ ეფექტიანად და ეფექტურად. სწორედ მაშინღა აღმოაჩინა მკითხველმა, რომ ქართულ ლიტერატურაში, სულ რამდენიმე წლით ადრე თურმე ძალიან დიდი ოსტატი საქმიანობდა.
მაღალ ლიტერატურას ქმნიდა, მაგრამ ამას როგორღაც ჩუმად, შეუმჩნევლად აკეთებდა; მაშინღა გავიხსენეთ, რომ დიდი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის სცენარების ავტორიც ეს ჩუმი ოსტატი ყოფილა – მწერალი თხრობის განსაკუთრებული მანერით, ენის საოცარი შესაძლებლობებითა და უნარით, რომლის დახმარებითაც ქალაქი ცოცხლდება და ღრმა პერსონაჟი ხდება.
ამ გადაცემაში ერთ თელაველ ავტორზე, ზაირა არსენიშვილზე, მეორე თელაველი ავტორი, ტორესა მოსი გვესაუბრება.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: