დღეს განსხვავებული გადაცემა გვექნება. ვისაუბრებთ საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესზე.
მნიშვნელოვანი ფორუმი შეემატა ჩვენ თანამედროვეობას. 17-19 ივნისს წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ ჩატარდა. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი სრულიად სამეგრელოს დაეთმო.
პროგრამა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, დაწყებული პოეზიით, გაგრძელებული პროზით, დოკუმენტური პროზით, მათ შორის იყო კინემატოგრაფიაც.
დღევანდელი გადაცემის სტუმარია მწერალი და კინორეჟისორი ბესო სოლომანაშვილი, რომელიც ფესტივალზე წარდგა ბოლო ნამუშევრით „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: