წიგნის დრო - სვეტლანა ალექსიევიჩი - მწერალი, რომლისაც რეჟიმს ეშინია
წიგნის დრო - სვეტლანა ალექსიევიჩი - მწერალი, რომლისაც რეჟიმს ეშინია

სვეტლანა ალექსიევიჩის პერსონამ ჯერ კიდევ 2015 წელს მაშინ შეაწუხა ბელარუსის ხელისუფლება, როდესაც ნობელის კომიტეტმა მწერალს პატივი მიაგო და პრემია მიანიჭა ლიტერატურის დარგში. თუმცა, არც იქამდე მოსწონდათ ალექსიევიჩი მისი წიგნების, პუბლიკაციებისა და ინტერვიუების გამო. ბევრი ამბობს, რომ სვეტლანა ალექსიევიჩი მწერალი არ არის, ის დოკუმენტური პროზის ავტორიაო. მეორე მხრივ, მის მიერ აღმოჩენილი და ალაპარაკებული პერსონაჟები ყველაზე ნამდვილები არიან. იმდენად ნაღდები, რომ მათ მხატვრულად გამდიდრება აღარ სჭირდებათ. სწორედ ამ ადამიანების პირით ამბობს ავტორი იმ სათქმელს, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი არ ლაპარაკობდნენ და ასე ცდილობს ააწყოს ფაზლი, რომელიც საბჭოთა წარსულის სრულ სურათს დაგვანახებს. ვსაუბრობთ სვეტლანა ალექსიევიჩის ქართველ გამომცემელ, მწერალ და მთარგმნელ გვანცა ჯობავასთან. რომელმაც, სხვათა შორის, ბელარუს ნობელიანტს საქართველოში უმასპინძლა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: