ლიტერატურას დიდი ძალა აქვს. იმდენად დიდი, რომ შეუძლია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზიც კი გახდეს. ადამიანების გადარჩენა ხომ შეუძლია და შეუძლია.
დღეს სალმან რუშდიზე, მის რომანებზე, ცხოვრებასა და მწერლის სასიკვდილო განაჩენზე ვსაუბრობთ, რომელიც, საბედნიეროდ, ვერ აღსრულდა.
„სატანური სტროფების“, „შუაღამის შვილების“, „ფლორენციელი ჯადოქრის“, „ჯამბაზი შალიმარისა“ და სხვა ბევრი დაუვიწყარი ტექსტის ავტორი აიათოლა ხომეინის ფატვას გადაურჩა.
გადაცემის სტუმარი მწერალი სალომე ბენიძეა – რუშდის შემოქმედების შესაშსურად მცოდნე და მისი მთარგმნელი.
ფოტოს ავტორი: დინა ოგანოვა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: