პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში, მწერალთა სახლის ორგანიზებით ქართული ლიტერატურა პირველად წარდგა ესპანურენოვანი მკითხველის წინაშე.
გვადალახარას (მექსიკა) საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე, რომელიც სიდიდითა და მნიშვნელობით მეორეა ფრანკფურტის ანალოგიური ლიტერატურული ფორუმის შემდეგ. ქართველმა მწერლებმა გვადალახარაში შეხვედრები გამართეს. ანა კორძაია-სამადაშვილი, არჩილ ქიქოძე და დათო ტურაშვილი მკითხველებსა და გამომცემლებს შეხვდნენ და მათ როგორც საკუთარ ტექსტებზე, ასევე ზოგადად, ქართულ ლიტერატურაზე ესაუბრნენ.
ქართული წიგნის პერსპექტივაზე ესპანურენოვან სამყაროში ვსაუბრობთ პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ კოორდინატორ ლიმერი გრიგოლიასთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: