წიგნის დრო - პეპი გრძელი წინდას ამბები - ჟურნალისტ ნიკო ნერგაძისგან
- პეპი გრძელწინდას ამბები თუ ყველას არ წაუკითხავს, სმენია მაინც. სიცოცხლით სავსე გოგო, რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, არაფრის ეშინია, მეგობრები უყვარს და საოცარ ამბებს ჰყვება. – ლეგენდარული ასტრიდ ლინდგრენის ლეგენდარულ პერსონაჟი, რომელთან მეგობრობაზეც ყველა ვოცნებობდით და საკუთარ თავში მისი თვისებების აღმოჩენასაც ვცდილობდით. – უნდათ თანამედროვე ბავშვებს პეპისთან მეგობრობა? რა შეიძლება მათ ჭორფლიანი, გრძელწინდა გოგონასგან ისწავლონ? და საერთოდ რომელი თაობის საკითხავია ეს უკვდავი ტექსტი? ჟურნალისტ ნიკო ნერგაძესთან ერთად სწორედ პეპიზე ვსაუბრობთ.