საინტერესო წიგნს რომ იყიდი, ხომ კარგია, მაგრამ სკოლის მოსწავლე რომ ხარ, ფულს შეაკოწიწებ და იმით შეიძენ რომანს, იმ ტექსტს საერთოდ სხვა ფასი დაედება, სხვანაირად წაიკითხება. აი ასე, ბოლო ფულით შეიძინა შაკო ბრეგაძემ „ობოლე“, აკა მორჩილაძის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი და ეგრევე ჩაიძირა ამბავში, რომელმაც მასზე ისეთი ზეგავლენა მოახდინა, დღემდე ვერ დაუვიწყებია. წიგნის მთავარი პერსონაჟი, ირაკლი, მურის ციხისთავების გათბილისელებული შთამომავალი, საგვარეულო სახლში ჩადის დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად და აი, მანდ იწყება ამბავი. თან, რა ამბავი. აკაზეც ვლაპარაკობთ, მის არაჩვეულებრივ რომანზეც, სიყვარულზეც და კიდევ ბევრზე სხვაზე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: