ვსაუბრობთ ოთარ ჭილაძის პოეზიაზე. ავტორზე, რომელის რომანებიც კი პოეტურადაა დაწერილი. ლექსებზე, რომლებიც სავსეა ჟანგბადით. სტრიქონებზე, რომელთა შორისაც სივრცე იგრძნობა და თითოეულ მათგანს ეტყობა ჭილაძის პირადი გამოცდილებისა და ამ „მისი გადააზრების“ კვალი. მწერალ და გამომცემელ ზვიად კვარაცხელიასთან ერთად ვცდილობთ ამოვხსნათ მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა ოთარ ჭილაძის პოეზია თბილისის ქუჩების კედლებზე და ჩაეწერა ურბანულ გარემოში. გადაცემაში გაიგებთ ზოგიერთი ლექსის დაწერის ისტორიასაც.