პოლ ოსტერს უყვარს რომანებში რომანების წერა და, რაც მთავარია, ეს ისე გამოსდის, როგორც არავის სხვას. ოსტერს ადამიანებთან ერთად ნიუ იორკის ქუჩებში ხეტიალიც უყვარს და მცირე, თითქოს უმნიშვნელო დეტალებზე დაკვირვება, რაც შემდგომში შეიძლება ადამიანთა ცხოვრების მთავარი განმსაზღვრელი გახდეს.
მას სხვა რომანებთან და ავტორებთან გადაძახილი და ალუზიები უყვარს, რაც თავის მხრივ, მის ტექსტს ლიტერატურულ თამაშად აქცევს.
ვსაუბრობთ თანამედროვე ლიტერატურის ყველასგან გამორჩეულ ხმასა და სახელზე, პოლ ოსტერსა და მის რომანზე „მისნის ღამე“.
სტუმარი: შაკო ბრეგაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: