„ჰომო ფაბერი“ დიდი რომანია და გასაკვირია, რომ აქამდე გადაცემაში მასზე სიტყვა არ დაგვცდენია. მაშო სამადაშვილი, ლიტერატურის დიდი მოყვარული და შესანიშნავი მკითხველი, ის სტუმარი აღმოჩნდა, რომელმაც ამ საკულტო ტექსტზე მოისურვა საუბარი.
მაშო გვიყვება არა მხოლოდ ამ რომანის მნიშვნელობაზე, ავტორის სამწერლო ოსტატობასა და ხერხებზე, არამედ იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა რომანმა მასზე და რატომ არის იმ სამ წიგნს შორის, რომელიც მუდამ თავთან უდევს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: