ვაჟა ფშაველა "სტუმარ მასპინძელი" (6 ენაზე)
ვაჟა ფშაველა "სტუმარ მასპინძელი" (6 ენაზე)

სასტიკი კონფლიქტებით სავსეა, დიდი ქართველი მწერლის ვაჟა ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი“. პოემაში ასახულია, თუ რა ცუდია მტრობა ერებს შორის, რა ზიანი მოაქვს, როგორ კლავს ყოველგვარ ადამიანურს, თელავს ადათ-წესებს, ადამიანებს აქცევს შურისძიებით აღსავსე ბრბოდ, ანადგურებს ყოველგვარ ინდივიდიალურს.

სამწუხაროდ მეცხრამეტე საუკუნეში აღწერილი მოვლენები დღესაც არაა უცხო. ამის ნათელი მაგალითია რუსეთის მიერ პროვოცირებული სისხლიანი დაპირისპირება აფხაზეთში, ოსეთში. ომი აზერბეიჯანსა და სომხეთს შორის,  ოსებისა და ინგუშების სასაზღვრო კონფლიქტი, 2008 წელს რუსეთის არმიის შემოჭრა საქართველოში, რომელსაც მოყვა დიდი მსხვერპლი და საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაცია. ეს მოვლენები განსაკუთრებით თვალსაჩინო გახადა რუსეთის მიერ გაჩაღებულმა სისხლისმღვრელამა ომმა უკრაინაში.

ამ ამბებებიდან გამომდინარე „მტრის ხატის“ შექმნის პროპაგანდამ და დაპირისპირებულ ერებს შორი ერთმანეთის სიძულვილის გაღვივებამ გადაგვაწყვეტინა ამ პოემის განხორციელება და მთლიან კომპოზიციაში ჩაგვესვა აფხაზურ, ინგუშურ, ოსურ, აზერბეიჯანულ და რუსულ ენაზე შესრულებული სცენები. ტექსტები აფხაზურ და ოსურ ენაზე ჩაიწერა ონლაინ რეჟიმში, რადგან პოლიტიკური ვითარების გამო მსახიობებმა ჩამოსვლა ვერ შეძლეს. („Prix europa“ საშუალებას გვაძლევს საკონკურსოდ წარმოვადგინოთ ეს მრავალენოვანი სპექტაკლი. როგორც წესი ყველა ტექსტის თარგმანს იხილავს მსმენელი) ამით ჩვენ გვსურდა ხაზი გაგვესვა ვაჟა ფშაველას შემოქმედების ძირითადი იდეისთვის რომ მიუხედავად  ეროვნებისა და სარწმუნოებისა მთავარია ადამიანური ღირებულებები, სიყვარული და არა კაცთა კლა – „კაცნი ვერ გრძნობენ ბევრჯელა, როგორს დიდ ცოდვას სჩადიან.“

არ ვიცით რამდენად მართლები ვართ, მაგრამ ჩვენ, შემოქმედებით ჯგუფს, გვწამს რომ მცირე წვლილს მაინც შევიტანთ დაპირისპირებულ მხარეებს შორის გაუცხოების აღმოფხვრაში.

ორიოდე სიტყვით მუსიკალურ გაფორმებაზე. ვინაიდან გვსურდა დაგვენახებინა რომ დღევანდელ დღესაც აქტუალურია პოემის ძირითადი იდეა, შეგნებულად გამოვიყენეთ  ხალხურ მელოდიებთან ერთად  ცნობილი თანამედროვე მუსიკალური კომპოზიციები.

მონაწილეობენ: გივი ჩუგუაშვილი, ასლან კაუზო, გენადი გულბანი, ესმა კვეკვესკირი, ვაჟა ფუხათი, დიმიტრი ხარიუჩენკო, ნიკა წერედიანი, დავით სონღულაშვილი, ანა მატუაშვილი.

რეჟისორი – ზურაბ კანდელაკი

რადიოდადგმაზე მუშაობდნენ: ნათია ხოშტარია, ბაკო ხვიჩია

საზოგადოებრივი რადიო 2022 წელი