პირველი მაისიდან ამოქმედებული ახალი რეგულაციები, შეზღუდვები, აღსრულება და ჯარიმები.
“ელეტქრონული სიგარეტის დახმარებით თამბაქოსთვის თავის დანებების მცდელობა უშდეგოა. უმეტეს შემთხვევაში მწეველები კვლავ უბრუნდებიან თამბაქოს მოხმარებას,” განაცხადა რადიო პირველი არხის ეთერში – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ლელა კვაჭანტირაძე.
“ველოდებით აქტიურობას აღსრულების კუთხით, რაც პოლიციის პრეროგატივაა. ჩვენ ჩვენი უფლებამოსილებების ფარგლებში მკაცრად გავაკონტროლებთ ადმინისტრირების ორგანოებს, დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ თამქაბოს მოხმარების შემთხვევების აღკვეთის მცდელობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ექნება შესაბამის ორგანოებს შესაბამისი შეტყობინება მობილური აპლიკაციის საშუალებით გაუგზავნოს,” – “თამბაქოს კონტროლის ალიანსი”-ს თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე.
პარლამენტში პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლის შეფასება.
“პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას რამდენჯერმე ახსენა ზურაბ ჟვანია, რაც მიუთითებს, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი თავს მის პოლიტიკურ მემკვიდრედ მიიჩნევს და გარკვეული სამომავლო გეგმებიც აქვს,” – განაცხადა „ ღია სტუდიაში“ სატელეფონო ჩართვისას საქართველო-კავკასიის სტრატეგული კვლევითი ინსტიტუტის პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა გელა ვასაძემ.
სტუმრები: გიორგი ბახტურიძე – “თამბაქოს კონტროლის ალიანსის ” თავმჯდომარე, ლელა კვაჭანტირაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
სატელეფონო ჩართვა: გელა ვასაძე – საქართველო-კავკასიის სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტის პოლიტიკური ანალიტიკოსი.