ტრამვაის ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერი დასრულდა და უკვე გაირკვა იმ ოთხი კომპანიის ვინაობა, რომლებმაც წარმოადგინეს საპროექტო განაცხადები.
როგორც გადაცემის სტუმარმა, ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ბაბუნაშვილმა აღნიშნა, ოთხივე გამოცდილი და ავტორიტეტული კომპანიაა და ამჟამად მათ მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზი მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანიის ვინაობა და შემდეგ უკვე ტრამვაის ხაზის მშენებლობაც დაიწყება.
სტუმარი: გიორგი ბაბუნაშვილი – ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
