ღია სტუდია - ნაცემი დაკავებულები - სისტემური ძალადობა თუ სამწუხარო გადაცდენა? I 05.12.2024
28 ნოემბრიდან რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 300-მდე ადამიანი დააკავეს. მათი უმრავლესობა ნაცემია. დაკავებულები პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ძალის გადამეტებაზე აცხადებენ.
საია-ს ანალიტიკოსი თამაზ კირტავა ამბობს, რომ სახეზეა სისტემური ძალადობა.
„დაკავებულთა მიმართ მოქცევა წამებად შეიძლება შეფასდეს“, – აღნიშნავს თამაზ კირტავა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
