სოციალური ღია სტუდია - პრობლემები დედაქალაქის დასუფთავებაში I 01.05.2024
სოციალური ღია სტუდია - პრობლემები დედაქალაქის დასუფთავებაში I 01.05.2024

„თბილსერვის ჯგუფის“ უმთავრესი საქმიანობა დედაქალაქის მასშტაბით ქუჩების, სკვერების, მუნიციპალური და სახელმწიფო ტერიტორიების დასუფთავებაა.

„საქმიანობაში ყველაზე დიდ პრობლემებს გვიქმნის სამშენებლო ნარჩენები, რომლებსაც ურნებში ყრიან და ხშირად ეს ჩვენი სპეცტექნიკის დაზიანების მიზეზიც ხდება“, – განაცხადა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ.

მან თხოვნით მიმართა რუსთაველზე საპროტესტო აქციების მონაწილეებს, ნუ დაამტვრევენ და დააზიანებენ ქუჩებსა და სკვერებში ქალაქის საკუთრებას, რისი მოწესრიგება და დასუფთავება „თბილსერვის ჯგუფის“ ასობით თანამშრომლის დატვირთვის ფასად ხდება.

განსაკუთრებით ძნელდება ისტორიის და კულტურის ძეგლებზე გაკეთებული წარწერების წაშლა და აქციების მონაწილეებს მოუწოდა, ნუ დააზიანებენ ძეგლებს.

სტუმარი: დავით ფაჩულია – შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: