ღია სტუდია - კვლავ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ I 02.05.2024
ღია სტუდია - კვლავ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ I 02.05.2024

ოთხშაბათს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. სავარაუდოდ, მესამე წაკითხვის ვადა 17 მაისია.

პარლამენტის წინ გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეების კანონ-პროექტის გაწვევასა და საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებას ითხოვენ.

„ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ კანონპროექტის მიღებით ხელისუფლება ცდილობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის კონტროლს, რომლებიც ახერხებენ დამოუკიდებელ საქმიანობას

„რეალურად, ლუსტრაცია მიმდინარეობს“, – აცხადებს ტუღუში.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: