ღია სტუდია - სისტემური ძალადობა დაკავებულთა მიმართ I 12.12.2024
ღია სტუდია - სისტემური ძალადობა დაკავებულთა მიმართ I 12.12.2024

28 ნოემბრიდან დაკავებულია 460-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით 430, სისხლის სამართლის ბრალდებით – 36. 300-ზე მეტი პირი არის ნაცემი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. 80-ზე მეტი დაკავებული მოხვდა ჰოსპიტალში. 90-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, დააკავეს და ხელი შეუშალეს მუშაობაში. ამ დროისთვის არცერთი სამართალდამცველის მიმართ საქმე არ აღძრულა.

დაკავებულების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები იცავენ. ქსელის წევრის, დემოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორის, თამარ ხიდაშელის განცხადებით, დაკავებულთა მიმართ დამოკიდებულება წამებად უნდა შეფასდეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: