ღია სტუდია - ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანა I 23.04.2024
ღია სტუდია - ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანა I 23.04.2024

საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საკითხს შეეხება.

იურისტ ლევან ალაფიშვილის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ოფშორებში განთავსებულ კაპიტალს საქართველოში ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეინახავენ.

ალაფიშვილის აზრით, ეს ნორმა შესაძლოა, არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, შეიცავს რეპუტაციულ, ფინანსურ და პოლიტიკურ რისკებს.

სტუმარი: ლევან ალაფიშვილი, იურისტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: