სოციალური ღია სტუდია - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილება I 24.04.2024
სოციალური ღია სტუდია - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილება I 24.04.2024

გასული საუკუნის 90-იან წლებში ათასობით ოჯახი დაზრალდა, რომლებსაც გარკვეული თანხა ჰქონდა შეტანილი და კოოპერატიული ბინები უნდა აეშენებინა.

1998 წელს საქართველოს ხელისუფლებამ 3 500 ოჯახი დაზარალებულად სცნო, თუმცა ათწლეულების მანძილზე ვერ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება.

„მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხდებოდა დაპირებების გაცემა, მაგრამ შემდეგ არაფერი კეთდებოდა. თბილისის ამჟამინდელმა მერმა პირობა დადო, რომ მისი მერობის პერიოდში ეს საკითხი მოგვარდება. მართლაც უკვე დიდი სამუშაოა შესრულებული და 3 500 ოჯახიდან 2 241 ოჯახის დაკმაყოფილება გახდა შესაძლებელი. წელიწადნახევარში საკითხი სრულად დაიხურება“, – განაცხადა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, ირაკლი თავართქილაძემ.

სტუმარი: ირაკლი თავართქილაძე – თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: