სოციალური ღია სტუდია - შეიქმნა საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი I 26.03.2025
სოციალური ღია სტუდია - შეიქმნა საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი I 26.03.2025

საქართველოს გზებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე მდგომარეობა რომ გვაქვს, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შექმნილ საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტში ვგეგმავთ მთელ რიგ ღონისძიებებს მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა და ამ მიზნით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც გულისხმობს როგორც ავტოსადგურების მოწესრიგებას და საერთაშორისო სტანდარტებში მოყვანას, ასევე მგზავრთა გადასაყვან სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდავი აპარატურის დამონტაჟებას. მძიმეწონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაც ჩვენს კონტროლს დაექვემდებარება“, – განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ გვენეტაძემ.

სტუმარი: ნიკოლოზ გვენეტაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: